ულამაზესი ქართველი წყვილი ერთმანეთს დაშორდა

ულამაზესი ქართველი წყვილი ერთმანეთს დაშორდა

ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელის ლაშა კალანდაძის და მოდელის მარიამ ხორგუაშვილის საქორწინო ფოტოების ინტერნეტში გამოჩენამ მთელი საქართველო აალაპარაკა. წყვილის გარეგნობამ გულგრილი არავინ დატოვა. ივნისში წყვილს პატარა დემეტრეც ეყოლა, რომელიც ამჟამად 5 თვისაა.

ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა გავრცელებული  ხმები, რომელთა მიხედვითაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა. საბაბი ლაშას "ფეისბუქი" გახდა, რომელზეც გაქრა მარიამის ფოტოები.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც Ambebi.ge-მ რამდენიმე თვის წინ ჩაწერა:

- ლაშა, სად გაიცანით ერთმანეთი?

- მარიამი დაახლოებით სამი წლის წინ გავიცანი ერთ-ერთ ბარში. მეგობარმა გამაცნო. ასეთი გოგო რომ არ მოგეწონოს თავიდანვე, როგორ შეიძლება (იცინის). ცოტა რთული იყო მისი მოხიბვლა.

- რა გააკეთე მის მოსახიბლად?

- განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ დიდ დროს ვუთმობდი, რომ შემოეხედა (იცინის), ამით შევაყვარე თავი. მარიამი ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარულია.

-რამდენ ხანში აუხსენი სიყვარული?

- გაცნობიდან დაახლოებით სამ თვეში ავუხსენი სიყვარული. მთლად ქუჩაში არ ამიხსნია სიყვარული, სადღაც ვიყავით და ვუთხარი, რომ მიყვარს. თვითონაც ხვდებოდა, რომ მიყვარდა.

იხილეთ ინეტრვიუ

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია