"ლანჩხუთის გამგეობა დაკომპლექტებულია ნარ.....ისაგან, ბა....ებისაგან, უკულტურო, უპროფესიო ხალხისაგან"

"ლანჩხუთის გამგეობა დაკომპლექტებულია ნარ.....ისაგან, ბა....ებისაგან,  უკულტურო, უპროფესიო ხალხისაგან"

ამჟამად საზღვარგარეთ მცხოვრები, ლანჩხუთელი, ნინა ბარამიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილ სიტუაციას ეხმაურება და საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს:

"ბავშვობიდან ნუ ღრმა ბავშვობიდან აქციებზე ვწანწალებ... ხელიც მომხვედრია, გავუტაცებივარ კიდეც, მაგრამ არასოდეს დავნებებულვარ უსამართლობას// ასე თუ ისე ვსწავლობდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე, ფილოლოგიურზე, ვმუშაობდი 3 პარტიაში, რადგან მიმეღო გამოცდილება. ვიმუშავე კვლევით კომპანია ACT-ში ინტერვიუერად. გამიკეთებია პიარიც, ჩამიტარებია აქციებიც მაგრამ რაზე მეშლება ნერვები: კერძოდ ავიღებ ლანჩხუთის გამგეობას... ნუ რაც ვიცი იმას ვიტყვი: არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ 9 წელი მიშას დროიდან მაგ გამგეობას უწოდებდნენ "ჯეობარს", რადგან "ვისი ვისაში იყო" .... კაცმა არ იცის.. ძალიან გთხოვთ არ გამკიცხოთ ამის გამო, რადგან იქ ჩემთვის ძალიან ბევრი პატიოსანი და მართლა უფრთო ანგელოზებიც მუშაობდნენ. მაგალითისთვის. ჩემთვის მისაბაძი ქალბატონი ეთო ჭყონია და კიდევ ბევრი მოკლედ რომ ვთქვა,  მაგრამ თავისი საქმის ყველა პროფესიონალი იყო// ბატონი კახა ასკურავაც რომელიც გაქანებული ნაციონალია მაგრამ უჭკვიანესი ადამიანია. კახა ასკურავა მაგალითისთვის, იცით ნაცების სიძულვილი სისხლში მაქვს გამჯდარი. აი ეხლანდელი გამგეობა კი დაკომპლექტებულია : ნარ.....ისაგან,ბა....ებისაგან,ბირჟავიკებისაგან, უკულტურო, უპროფესიო ხალხისაგან... განათლებაზე აღარაფერს ვამბობ რადგან შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს უნივერსიტეტი დამთავრებული მაგრამ ჰქონდეს იმდენი განათლება და გამოცდილება რომ კარგად წარმართოს თავის საქმე... ზუსტ სიას გავაკეთებ და აუცილებლად მოგაწვდით.."-წერს ბარამიძე.

წყარო: გურიის მოამბე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია