"რუსთავი2"-თან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს

"რუსთავი2"-თან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს

"რუსთავი2"-თან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს. "ის, რაც დღეს ხდება "რუსთავი 2"-ის გარშემო საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენ ყველამ არაერთხელ გამოვიარეთ. ძალიან შემაშფოთებელია ის აშკარა ფაქტი, რომ ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესმა კვლავ გააჩინა ორი დაპირისპირებული მხარე. დაძაბულობა მართლაც რომ პიკს აღწევს და მივიჩნევ, რომ დაუყონებლივ საჭიროა მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც სიტუაციის განმუხტვაზე იმუშავებს. ისევე, როგორც ალბათ მრავალ ქართველს, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის ბედი და სახელმწიფოებრიობა, მეც მინდა მჯეროდეს, რომ მიმდინარეობს სასამართლო დავა კერძო საკუთრებაზე. მაგრამ ამ აზრის განვითარებისთვის არგუმენტების სიმწირე უამრავ ეჭვს ბადებს. მით უფრო დამაფიქრებელია ამ თემის გააქტიურება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და სხვადასხვა ტელეკომპანიაში დახურული პოლიტიკური თემატიკის გადაცემების ფონზე.

მივმართავ თხოვნით ყველას, ვის კომპეტენციაშიც ეს საკითხი შედის - იმისათვის, რომ განიმუხტოს არსებული დაძაბულობა და გაქარწყლდეს ეჭვები გთხოვთ, გადაიდოს სასამართლო პროცესი არა 26 ოქტომბრამდე არამედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია