დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ვანის, ბაქრაძის, კერესელიძის, კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის და ბათუმის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 02:00 საათიდან 06:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას ქუჩის მცხოვრებლებს.
საერთო ჯამში შეზღუდვა შეეხება 4 848 აბონენტს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.