რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმადინარე სასამართლო პროცეს ყოფილი პრემიერი 2 სუბიექტს შორის არსებულ დავას უწოდებს. შაბათის ქრონიკისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მფლობელად მოიხსენია და განაცხადა რომ მზგავსი პროცესები რომელიც მესაკუთრეს უკავშირდება "მაესტროზეც" არის.
"საოცარი აჟიოტაჟი არის ატეხილი თუ აწეული ამ სასამართლოს ირგვლივ. რეალურად თუ შევხედავთ ჩვენ პრაგმატულად რა ხდება, სასამართლოში ჩივის ქიბარ ხალვაში ყოფილი მფლობელი რუსთავი 2-ის, დავობს საკუთრებაზე. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მაესტროში ხდება მსგავსი პროცესები. რამდენადაც მე ვიცი ცოტა უფრო ადრე დაიწყო იქ... რა ხდება "რუსთავი2"-ში, იქნებ მათ სასარგებლოდ წყდება ყველაფერი. გაკეთდა ისეთი განცხადებები რომელსაც ვერ ასაბუთებენ, მარჩიელობენ. არაფერი არ ხდება, მაესტროს ირგვლივ მიუხედვად იმისა, რომ ეს პროცესი არის არანაკლებ მწვავე, როგორც მე ვიცი და როგორც ინფორმაცია ჟონავს. რატომ არის წინასწარ აჟიოტაჟი "რუსთავი2"- თან. მთავრობა ვერცერთ მედია საშუალება ვერ აკონტროლებს. მთავრობას არ აქვს თავისი ტელევიზია. კარგი იქნებოდა როდესაც "რუსთავი2" ვაკრიტიკებდი, მათ მაგივრად "ნაციონალური მოძრაობა" მეხსენებინა. ეს ნაციონალური მოძრაობის ქსელია, მარტო "რუსთავი2" არაა ინტერნეტშიც უამრავი საიტი აქვთ"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის ყველა განცხადება იხილეთ ტეგზე #"ივანიშვილის შაბათის ქრონიკა"