"გუშინდელ ტელე-ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე აღსარებითი განცხადება გააკეთა" - ნიკა რურუა

"გუშინდელ ტელე-ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე აღსარებითი განცხადება გააკეთა" - ნიკა რურუა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის "ქრონიკასთვის" მიცემული ინტერვიუს ანალიზს აკეთებს:

"გუშინდელი "იმედისათვის" მიცემულ ტელე-ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე აღსარებითი განცხადება გააკეთა: კერძოდ ის, რომ ის განსაზღვრავს მომავალ არჩევნებზე, ვინ იქნება "ოცნების" საარჩევნო გუნდში, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ცალსახად რჩება სრულ მეპატრონედ ამ კოალიციისა და დღევანდელი მთავრობისა. მეორე - მან განაცხადა, რომ "რუსთავი 2-ის" საქმეზე ქიბარ ხალვაშს უჭერს მხარს, რადგანაც მისი ვერსია "სამართლიანობისა" ღიად ხაზს უსვამდა ხალვაშისადმი სიმპატიას და ეს გამორიცხავს ამ სასამართლო პროცესის ობიექტურობას. მესამეც - ივანიშვილი ჯერ ისევ თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი, ფიქციაა და რომ ის პირადად მას უნდა ემორჩილებოდეს.

უამრავი დამცინავი კომენტარი წავიკითხე ამ ინტერვიუზე და მის სტუმარზე, მაგრამ დაცინვა არ ანეიტრალებს იმ ფაქტს, რომ სახეზეა კლასიკური "State Capture", რასაც პოლიტოლოგიაში "სახელმწიფოს დაპატრონება-დაპატიმრებას" ნიშნავს, სადაც სახელმწიფო ინსტიტუციები უკვე ვეღარ ასრულებენ საკუთარ ფუნქციებს, და ისინი არა ხალხის, არა ერის ინსტერესებზე, არამედ ცალკეული ადამიანის ინტერესებზე მუშაობენ, რაც თავის მხრივ, გულისხმობს უამრავ დამღუპველ გადაწყვეტილებას საერთო, საზოგადოებრივი, ეროვნული ინტერესისათვის. ამ ანომალიურ მდგომარეობას შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს, როგორც სუვერენული ერთეულის არსებობის იდეას და საფრთხე შეუქმნას ზოგად-ეროვნულ, ფუნდამენტურ ინტერესებს, რადგან აქ გადაწყვეტილებათა მიღება ხდება სწრაფად, იმპულსურად და რაც მთავარია, ერთი ადამიანისა და ჯგუფის პირად ინტერესთა სასარგებლოდ.

ძალაუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულებით არაა შებოჭილი, და უპასუხისმგებლოდ გამოიყენება ტრაგედიებამდე მიმყვანი ფენომენია. ამიტომ, თუ ივანიშვილს სურს რომ ზემოთნაქთვამი გააბათილოს, მან პირადი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს რაიმე კონკრეტული თანამდებობის დაკავებით, რომ მისი მმართველობა ანგარიშვალდებულებით შეიბოჭოს. სხვაგვარად, ის დარჩება არაფორმალურ მმართველად, ვინც გადაწყვეტილებას კი იღებს, მაგრამ მათზე პასუხისმგებელი სულ სხვები იქნებიან, რომელთა შეცვლაც დემოკრატიული არჩევნებით ვერაფერს შეცვლის, რადგანაც ნამდვილი ავტორი ამ გადაწყვეტილებებისა შეუცვლელი დარჩება.

ამ მდგომარეობაში დემოკრატია ვერ მუშაობს. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც თვითონაც გრძნობს საკუთარი მმართველობის მოდელის ანომალიურობას, სახელმწიფო გადატრიალებების მოსალოდნელობაზე ჰალუცინაციები დაეწყო" - წერს რურუა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია