დავით ბაქრაძე - ჩვენ მივიწევთ წინ ნატოს წევრობისკენ

დავით ბაქრაძე - ჩვენ მივიწევთ წინ ნატოს წევრობისკენ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ნატოს წევრობისკენ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია მყარი მხარდაჭერის მოპოვება და მხარდაჭერის გაძლიერება, - ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ნატოს კვირეულის გახსნის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს კვირეული წელს მერვედ ტარდება. "ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის ფარგლებში კონკურსები, სხვადასხვა ლექციები, სემინარები, კონფერენცია, სპორტული შეჯიბრებები ჩატარდება. ჩვენ მივიწევთ წინ ნატოს წევრობისკენ, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია გაცნობიერებული მყარი მხარდაჭერის მოპოვება და ამ მხარდაჭერის გაძლიერება. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. წელს ჩვენ გავხსნით კიდევ ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისებს რეგიონებში, რამდენიმე ფილიალს. ხვალ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან ერთად გავხსნით ერთ ფილიალს გორში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."