რუსთავში ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როოგრც "ინტეპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, თბილისის ქუჩაზე მოძრავი ,,ჰონდას" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ საჭესთან მჯდომი 17 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი, მძიმე მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
თბილისის ქუჩაზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდართან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა.