საქალაქო სასამართლოს ცენტრალური შესასვლელი ნაწილობრივ პარალიზებულია.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ სასამართლოს შენობის წინა ფასადის ნაწილი ჩამოინგრა. სამართალდამცველებმა ტერიტორია შემოსაზღვრეს, ამიტომ მოქალაქეებს სათადარიგო შესასვლელით უწევთ შენობაში შესვლა. ამ დროისათვის საქალაქო სასამართლოში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხათუნა გაგნიძე
AMBEBI.GE