"ეს არანაირად არ ამართლებს იმას, რაც ციხეებში ხდებოდა" - გია ნოდია კვესიტაძის გადაცემაში გასულ კადრებზე საუბრობს

"ეს არანაირად არ ამართლებს იმას, რაც ციხეებში ხდებოდა" - გია ნოდია კვესიტაძის გადაცემაში გასულ კადრებზე საუბრობს

ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი გია ნოდია "ფეისბუქზე" ეკა კვესიტაძის გადაცემაში გასულ კადრებზე აკეთებს კომენტარს:

"ჩემი ზედაპირული დაკვირვებით, პოპულარული რეაქცია იმის დასაბუთებაზე, რომ წამების ცნობილი სცენები დადგმული იყო, ასეთია: "მერე რა, ნაცები ხომ მაინც ცუდები არიან". ეს მოწმობს ობსესიას, შეპყრობილობას "ნაცების" თემით: მთავარია, დასაბუთდეს, რომ ნაცები საზიზღრები არიან, დანარჩენი ქვეყნად არაფერია საინტერესო. მერე რა, რომ ახალი ხელისუფლება ცინიკურად თამაშობს ამ კადრებით მასებით მანიპულირების მიზნით და ათასი წელი არ აინტერესებს დამნაშავეთა დასჯა და მდგომარეობის გაუმჯობესება; მერე რა, რომ დღეს მისი ერთადერთი მოტივი ძალაუფლებაზე მონოპოლია და სახიფათო კონკურენტის მოშორებაა, ხოლო "სამართლიანობის აღდგენაზე" ლაპარაკი - მხოლოდ ნიღაბი. ეს ყველაფერი წვრილმანია. მთავარია, ნაცები ხომ მაინც ცუდები არიან.

ამ შეპყრობილობის უკან იმალება არა მხოლოდ კონკრეტულ და ნიუანსირებულ აზროვნებაზე უარის თქმა, არამედ ფარული კომპლექსი: ეს ხალხი გულის სიღრმეში აღიარებს, რომ "საზიზღარი ნაცები" მაინც ერთი თავით მაღლა დგანან თავის ოპონენტებზე მთავარი ნიშნით: მათ უნდათ და შეუძლიათ ქვეყნისთვის სარგებლობის მოტანა. "მეოცნებეებს" კი ეს არც უნდათ და არც შეუძლიათ.

ეს არანაირად არ ამართლებს იმას, რაც ციხეებში ხდებოდა (ნამდვილ საზიზღრობებს ვგულისხმობ და არა დადგმულს). ნაციონალური მოძრაობა პასუხს აგებს ამაზე, მან სამართლიანი პოლიტიკური ფასიც გადაიხადა და კვლავ იხდის (წააგო არჩევნები და იმის შემდეგ ძალიან უჭირს რეიტინგის გამოსწორება). მაგრამ რა ვუყოთ, რომ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელმაც არამცთუ მათზე უკეთესი, არამედ მათთან მიახლოებული უნარის მქონე ალტერნატული ძალაც კი ვერ შექმნა", - წერს ნოდია.

2012 წელს მედიასაშუალებებმა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების მხოლოდ ნაწილი აჩვენეს. ეს გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" მიერ მოპოვებული დაკითხვის ოქმიდან ჩანს, სადაც ირმა ინაშვილი გამომძიებლის კითხვაზე - "რატომ არ გაუშვეს სრული ვიდეომასალა" პასუხობს: "ჩვენ ამოვკრიბეთ ის მასალები, სადაც წამებას და სადიზმს ჰქონდა ადგილი დანარჩენი მასალა, სადაც არის დიალოგები და სხვა კადრები, ჩავთვალეთ, რომ არ იყო საინტერესო", - განაცხადა ირმა ინაშვილმა დაკითხვაზე.

რეალურად კი კადრები, რომელიც ეთერში მაშინ არ მოხვდა, "განსხვავებული აქცენტების" წამყვანის, ეკა კვესიტაძის ინფორმაციით, ლადო ბედუკაძის მხრიდან პატიმრებზე ზეწოლასა და სექსუალური ძალადობის განხორციელებას ასახავს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია