რუსული მედია კახა კალაძესა და "გაზპრომს" შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსული მედია კახა კალაძესა და "გაზპრომს" შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

"გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან, ვიცეპრემიერ კახა კალაძესთან საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული საკითხი განიხილა.

"ტასის" ინფორმაციით, რუსული კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, შეხვედრა მილანში გაიმართა.

"შეხვედრაზე გაგრძელდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის საკითხის განხილვა და მისი კომერციული მიწოდების საკითხი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."