ლარზე "შეტევა" განახლდა

ლარზე "შეტევა" განახლდა

ლარის კურსი კვლავ დაცემის გზას დაადგა და საკმაოდ სწრაფადაც უფასურდება. მთავრობაში მთავარ მიზეზად ფსიქოლოგიურ ფაქტორს ასახელებენ და ვალუტაზე ეკონომიკურ წნეხს გამორიცხავენ. ფაქტი კი ისაა, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის პერიოდში ლარი მყარდებოდა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სააგენტოს გაჩერების შემდგომ კვლავ გაუფასურება დაიწყო.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა გამუდმებით უფასურდება და ცოცვა-ცოცვით კვლავ კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. დაახლოებით ამ მეთოდით ეცემოდა კურსი აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული და ისტორიულ მაქსიმუმსაც მიუახლოვდა. ამ დროს კი რეგიონში ყველა მეზობელი ქვეყნის ვალუტა დოლართან მიმართებაში სტაბილურია ან მცირედით მყარდება. რა სჭირს ქართულ ლარს, ამის ასხნა სპეციალისტებს ისევ უჭირთ. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ იმპორტი, ექსპორტთან შედარებით, 100 მილიონი დოლარით შემცირდა და ამ პროცესმა უარყოფითი დეფიციტი დააბალანსა. შესაბამისად, სამინისტროში ვალუტის გაუფასურებაში ეკონომიკურ ფაქტორებს გამორიცხავენ და ლარის დევალვაციას მთლიანად ფსიქოლოგიურ წნეხს მიაწერენ. თუმცა, როგორ უნდა მოიხსნას ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამის ახსნა არ არსებობს.

ეკონომისტების აზრით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის გაჩერება შეცდომა იყო. საზოგადოების დიდი ნაწილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის ქმედებას პოლიტიზირებულად მიიჩნევს და მის მიმართ ნდობა არ აქვს. შესაბამისად, ლარის კურსისა და ფინანსური ბაზრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რაც უფრო გამჭირვალე იქნებოდა, ეს მოსახლეობის ფსიქოლოგიურ განწყობაზე უფრო დადებით გავლენას მოახდენდა. ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ამოქმედების პირველივე დღის საღამოს 9-ის ნახევარზე კანცელარიაში გიორგი ქადაგიძე და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები დაიბარეს. გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ კურსზე პასუხისმგებლობას ისიც იღებდა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად მის ხელთ არსებულ მონეტარულ ბერკეტებს გამოიყენებდა. მეორე დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბაზარს ამ რაოდენობის თანხა არ სჭირდებოდა და მხოლოდ 27 მილიონ დოლარამდე ვალუტა გაიყიდა. გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც და ლარმა გამყარება დაიწყო. სავალუტო ბაზარზე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,37-ლარიან ნიშნულზე ჩამოვიდა და "ბლუმბერგის" პლატფორმაზე გაცილებით ოპტიმისტური ტენდენცია იკვეთებოდა. ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის გაჩერების შემდეგ ლარი მხოლოდ რამდენიმე დღე ინარჩუნებდა სტაბილურობას და ისევ გაუფასურების გზას დაადგა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია