ქიბარ ხალვაშმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

ქიბარ ხალვაშმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საქართველოს პრეზიდენტს ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე მონიტორინგის განხორციელებას თხოვს. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბარში ქიბარ ხალვაშმა პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტს სთხოვა, რომ "იმის გასარკვევად, თუ როგორ მიდის საქმე, სასამართლო პროცესს მისი წარმომადგენელი დაესწროს".

"ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და მიიღო. მოვუყევი ყველაფერი, რაშიც არის საქმე და ავუხსენი სამართლებრივი მხარე. ვთხოვე, რომ მონიტორინგი გაუკეთოს სასამართლოს, რადგან ის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდის – არის მცდელობა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახდინოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა, აქედან გამომდინარე ვთხოვე, რომ მისი წარმომადგენელი დაესწროს სასამართლო პროცესს და გაერკვეს თუ როგორ მიდის საქმე", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. ბიზნესმენის თქმით, პრეზიდენტმა დახმარება აღუთქვა.

"მან დახმარება აღმითქვა. ყველაფერი გაითვალისწინა. ჩვენ ავუხსენით სხვადასხვა სამართლებრივი ასპექტი, თუმცა მან თქვა, რომ ის არ არის იურისტი, ამიტომ დასკვნას ვერ გააკეთებს და უნდა მოუსმინოს სხვა მხარესაც. ცოტა ვრცელი ლაპარაკი გამოგვივიდა, ისტორია მოვყევით – როგორ ხდებოდა ყველაფერი. ერთი სიტყვით, პრეზიდენტი საქმის კურსში ჩავაყენე", - განმარტა ბიზნესმენმა.

ქიბარ ხალვაში პრეზიდენტთან შეხვედრაზე ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."