"რა ვითარებაში გაიტაცეს "საქართველოს ბანკიდან" დიდი ოდენობის თანხა?!

"რა ვითარებაში გაიტაცეს "საქართველოს ბანკიდან" დიდი ოდენობის თანხა?!

ერთ-ერთი ვერსიით, თანხა თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალიდან გაიტანეს და ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მოედანზე "რუსთავი 2"-ის კონცერტი მიმდინარეობდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაბათს, 24 ოქტომბერს "საქართველოს ბანკიდან" დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლაპარაკია "საქართველოს ბანკის" კუთვნილ ეროვნული და უცხოური ვალუტაზე, სულ 10 მილიონი ლარის ოდენობის თანხაზე. ერთ-ერთი ვერსიით, თანხა თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალიდან გაიტანეს და ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მოედანზე "რუსთავი 2"-ის კონცერტი მიმდინარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინკასაციის მანქანა, რითაც "საქართველოს ბანკის" თავისუფლების მოედნის ფილიალიდან თანხა გაიტანეს, ძარცვის ობიექტი გახდა, ხოლო ინკასატორები, სავარაუდოდ, მიიმალნენ.

"ინკასაციის მანქანა ბანკის საცავიდან გატანილი ფულის კუპიურებით დაიტვირთა, ადგილიდან გასვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში, მანქანა რადარებიდან გაქრა, ხოლო ინკასაციის ცვლის უფროსმა და მისმა სავარაუდო ხელშემწყობებმა მანქანა აღმაშენებლის გამზირთან მიატოვეს, სადაც ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც "საქართველოს ბანკმა" რადარებიდან მანქანის გაქრობის შესახებ შსს-ს შეატყობინა და მანქანა ძებნაზე გადასცეს", - გაავრცელა ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია