ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაში დამამცირებელი ეპითეტით მოიხსენია

ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაში დამამცირებელი ეპითეტით მოიხსენია

სასაცილოა, როდესაც ქიბარ ხალვაში სასამართლოზე ზეწოლაზე ლაპარაკობს, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქიბარ ხალვაში არის ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი, რომლის ხელშიც არის დღეს სასამართლო.

"სასაცილოა რომ ხალვაში სასამართლოზე ზეწოლაზე ლაპარაკობს, რადგან იგი ბიძინა ივანიშვილის მარიონეტია და ბიძინა ივანიშვილის ხელშია დღეს ის სასამართლო, რომელიც განიხილავს დღეს "რუსთავი 2"-ის საქმე. რაც შეეხება, პრეზიდენტის მონიტორინგს მას აქამდეც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქმეზე პრეზიდენტი მონიტორინგს ახორციელებდა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იგი პროკურატურაში დღეს განმეორებით დაკითხეს მის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც გვარამიას მიმართ მუქარასა და შანტაჟს უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია