"გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები"

"გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები"

გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები. კარგი კაცია და შეიძლება ვაპატიოთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, კოალიციაში შემავალ პარტიებს ერთნაირი იდეოლოგია და ხედვა აქვთ, მათ შორის - გოგი თოფაძესაც.

"თოფაძეს აქვს წამოცდენები. გოგი კარგი კაცია და შეიძლება ვაპატიოთ. ახლა ასაკშია, 75-ს გადააჭარბა და არა უშავს, ზოგჯერ წამოცდენები აქვს, მაგრამ მას არა აქვს საპირისპირო აზრი. თუ გნებავთ ჩაეკითხეთ, მოსწონს თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - განაცხადა ივანიშვილმა. ის ასევე გამოეხმაურა გოგი თოფაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ სტალინის სურათს მალე ყველა ოჯახში დაკიდებენ.

"მე არა მაქვს სტალინის სურათი. გოგი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი, ეს მისი ნებაა, პრინციპში ეს აკრძალული არაა. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს არამარტო სტალინთან, თუ გინდათ, პატარა თვისებების სტალინის მსგავსი რომ ჰქონდა ჩვენს ბოლო ლიდერს, იმასაც შეგახსენებთ – არ შეიძლება ადამიანები იხვრიტებოდნენ და რაიმე აქცია ტარდებოდეს საზოგადოების წინააღმდეგ იმისათვის, რომ რაღაც წყობას ან იდეოლოგიას ჩაეყაროს საფუძველი. არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს არანაირი იდეოლოგია. ისტორიის ნაწილია სტალინი და ვიღაცეები ამას იხსენებენ, ამის უფლება აქვთ. ძალიან საინტერესო და მძაფრი ისტორიაა დაკავშირებული სტალინთან, მათ შორის ჩვენი ქვეყნის განვითარების და მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის სტალინი არ იყო პოზიტივი და ვერცერთი მისი პოზიტიური ნაბიჯი ვერ დააბალანსებს იმას, როგორც ის მოექცა საზოგადოებას. თუ გოგი თოფაძეს სტალინი მოსწონს, ამაში დანაშაული არაფერი არ არის. მისი ნება და მისი უფლებაა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."