"შვილი არ დამხვდა. დღემდე არ მინახავს..." - რას ჰყვება ქართველი ქალი, რომელმაც ემიგრაციაში 11 უმძიმესი წელი გაატარა

"შვილი არ დამხვდა. დღემდე არ მინახავს..." - რას ჰყვება ქართველი ქალი, რომელმაც ემიგრაციაში 11 უმძიმესი წელი გაატარა

მეოთხედი საუკუნეა, რაც უცხოეთში­ ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილი­ ათასობით ქალბატონი საქართველოში ოჯახის რჩენას მძიმე შრომის, შერყეული ჯანმრთელობის და საკუთარი ღირსების გათელვის ხარჯზე ცდილობს. ქალბატონი­ ეთერი საბერძნეთში 11 წლის წინ წავიდა.­ მისი თავგადასავალი არ განსხვავდება უცხოეთში გადახვეწილი დანარჩენი დედების ისტორიისგან, რომლებიც დღე და ღამე შვილებთან დაბრუნებაზე ოცნებობენ. ქალბატონ ეთერს გაუმართლა - ორი კვირის წინ შინ დაბრუნდა.

ეთერი: - ბავშვებს (სამი შვილი მყავს) რომ არ ეშიმშილათ, ვყიდდი ყველაფერს, რაც მებადა (მათ შორის სერგო ფარაჯან­ოვის ნაჩუქარ სურათებს). უფროს ვაჟთან ერთად გადავწყვიტე ავსტრიაში წასვლა, 5.000 დოლარიც ვისესხე. მაგრამ ის მარტო წავიდა, არალეგალურად. ვალს პროცენტებიც ემატებოდა. ბინა მსესხებელზე მქონდა გადაფორმებული და ვალს თუ ვერ დავფარავდი, ქუჩაში აღმოვჩნდებოდი. ორი თვის შემდეგ, 2004 წლის 20 ოქტომბერს, მეც წავედი ავსტრიაში იმ იმედით, რომ შვილი იქ დამხვდებოდა. გზაში შინიდან წამოღებული საგზლით ვსულდგმულობდი. ვენაში გამთენიისას ჩავედი. მძღოლმა ავტობუსი გააჩერა და კარი გააღო. სიბნელეში ამოვყავი თავი და თავზარი დამეცა - შვილი არ დამხვდა (დღემდე არ მინახავს, იტალიაშია...). უგროშკაპიკომ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ავტობუსში ავბრუნდი. 28 ოქტომბერს სტოკჰოლმში ჩავედით. გზაში თანამგზავრები მინაწილებდნენ საჭმელს. ათენში, ომონიას მოედანზე, მძღოლმა ავტობუსი გააჩერა, კარი გააღო - შენ არ იცი, საქართველოში რა გელოდება, ვალს რომ ვერ გადაიხდი, ქუჩაში აღმოჩნდებიო და ჩემი ჩანთა ძირს დადო.

მოედანზე ვიდექი და არ ვიცოდი, რა მექნა. მოულოდნელად ქართული საუბარი მომესმა. ორი ქალბატონი ვიღაცას დაეძე­ბდა, ჩემსავით ჩამოსულს. როცა ჩემი ამბავი შეიტყვეს, ერთმა, ბარბარე ერქვა, მითხრა, ჩემთან წამოხვალო (იქვე პანსიონი ჰქონია ჩამოსული ქალებისთვის). წავყევი. ამდენი ჩვენებური რომ დავინახე, თითქოს თავიდან დავიბადე. ავტობუსში გატარებული 17 დღის შემდეგ პირველად დავიძინე საწოლში, რომელშიც დღეში 5 ევრო უნდა მეხადა, ხოლო ბანაობაში - დამატებით 2 ევრო. დილით ბარბარე აქოთქოთდა­ - წადით დამსაქმებლებთან, სამსახურები იშოვეთო. ერთი კვირა ამაოდ დავეძებდი სამსახურს. ბარბარესთან გადასახადი მემატებოდა. ამ დროს პანსიონში მზია ჩამოვიდა, როცა გაიგო, რომ მეც თბილისელი ვიყავი, გვერდიდან არ მიშორებდა. ახლობლები ჰყავდა ათენში. მზიას მეორე დღესვე უშოვეს სამსახური, მე კი ბარბარესთან ისევ მარტო დავრჩი. სასოწარკვეთილს მზიას ახლობელმა, ბესომ მომაკითხა - ეთერ დეიდა, ჩვენთან წამოდითო. ვუარობდი, რადგან ძალიან პატარა ბინაში ცხოვრობდნენ. არ დაიშალა და საღამოს უკვე მათთან ვიყავი.

სამსახურიც მიშოვეს - 98 წლის ბერიკაცისთვის უნდა მომევლო. დიასახლისმა მისვლისთანავე მითხრა, სახელი უნდა შეგიცვალოო. გული მეტკინა - უცხო ქვეყანაში ჩემი აღარაფერი მქონდა, სახელიც კი. თეოდორა დამარქვა - ღვთის საჩუქარს ნიშნავსო, მას შემდეგ საბერძნეთში დორად მიცნობდნენ. საბერძნეთში კოპალებს (გოგოს) გვეძახიან. ყველა ოჯახს სურს, ქართველი კოპალა ჰყავდეს, რადგან იციან, ქართველი­ ქალი ყველაფერს სიყვარულით აკეთებს, ის მოხუცებიც გვიყვარდა, რომელსაც ვუვლიდით, თან მომჭირნეები ვართ, მათი ოჯახის ფულს ისე ვუფრთხილდებით, როგორც ჩვენსას. 9 თვის შემდეგ ბაბუა გარდაიცვალა. ისევ ბესოს ოჯახი დამეხმარა... ამჯერად მოხუც ქალს ვუვლიდი. ჭირვეული­ იყო, დილიდან დარაბებს დამაკეტვინებდა ხოლმე და მთელი დღე სიბნელეში ვისხედით.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია