თავისებურება, რომელიც ქართულ სასტუმროებს სხვებისგან გამოარჩევს

თავისებურება, რომელიც ქართულ სასტუმროებს სხვებისგან გამოარჩევს

მსოფლიოში არსებობს ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. პირველ ადგილზე ამ მხრივ ჩინეთია, სადაც 2 940 უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო აქვთ, მეორე ადგილზე მოდის თურქეთი, სადაც 800-მდე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, ხოლო მესამეზე - მექსიკა - 670 სასტუმროთი. როგორც ჩანს, თანამედროვე სასტუმროების შესაფასებლად 5 ვარსკვლავი საკმარისი სულაც არ არის და ამის მაგალითად დუბაიში მდებარე სასტუმრო "ბურჯ-ალ-არაბი” კმარა, რომელსაც 7 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. უმაღლესი კატეგორიის სასტუმროების სიმცირეს არც ჩვენ ვუჩივით, მათი რიცხვი საკმარისია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

რეალურად, რამდენი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა დღეს საქართველოში? - როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა გვითხრა, ამის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

- შეიძლება ითქვას, რომ ეს ვირტუალური რეალობაა, რადგან საქართველოში არ არსებობს სტანდარტი, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი კატეგორიის - 4 ან 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ქართველებმა ააშენეს, არის "ჯორჯიან პალასი" ქობულეთში. ვამაყობ, რომ მეც დიდი წვლილი მაქვს შეტანილი მის მშენებლობაში. ამ სასტუმროს 5-ვარსკვლავიანის სტატუსი საერთაშორისო კომპანიებმა მიანიჭეს, კერძოდ, იტალიელები ჩამოვიდნენ და უმაღლესი სტანდარტების მიხედვით შეაფასეს. საქართველოში მოქმედებს სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებიც, რომლებიც ძირითადად უცხოელების აშენებულია, მაგალითად, "რედისონი" ან ბათუმის "ჰილტონი". ეს წოდება სხვებსაც აქვთ, მაგრამ სასტუმროების უმრავლესობას 5-ვარსკვლავიანი პირობითად აქვს მინიჭებული: დავუშვათ, მე მინდა მქონდეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ჩამოვკიდებ შესაბამის აბრას და ვერავინ შემედავება, რომ ის 5-ვარსკვლავიანი არ არის, რადგან ქვეყანაში საამისო სტანდარტი არ არსებობს.

- დავუშვათ, თურქებმა ააშენეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოს რომელიმე ქალაქში, მაშინ?

- ეს იქნება თურქული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ანუ მათი სტანდარტებით აგებული. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბრიტანეთში სულ სხვაა და თურქეთში - სხვა. ეს იმიტომ, რომ ყველა ქვეყანას თავისი სტანდარტი აქვს დაწესებული. არსებობს ასეთი ორგანიზაცია "ჰოტრეკი", რომელშიც 14 ქვეყანაა გაერთიანებული. ამ ქვეყნებში აგებულ სასტუმროებს შესაბამის კატეგორიას სწორედ ეს ორგანიზაცია ანიჭებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია