საით წავა ერი? - ვინ მუშაობს ევროკავშირის დასაკნინებლად საქართველოში?!

საით წავა ერი? - ვინ მუშაობს ევროკავშირის დასაკნინებლად საქართველოში?!

ბოლო გამოკითხვათა შედეგებით, საქართველოში ევროკავშირი სულ უფრო ნაკლებპოპულარულია. ხოლო მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ მას ყოველმხრივ ავიწროვებენ.

პირველი, ვინც ამაში მონაწილეობს, კრემლია, რომელიც ხელმძღვანელობს არა რეალობით, არამედ მოქმედებს რეპუტაციის შელახვის გზით.

როგორც მოგეხსენებათ, პროპაგანდა კრემლის ეფექტიანი იარაღია, რაც ყველამ იცის. გზა, რომლითაც კრემლი ამ ინსტრუმენტით მოქმედებს, იგივეა, რაც ომის წარმოებისას - დაბნეულობის გამოწვევა, არასტაბილურობა და მარცხის განწყობის შეტანა. იმის მტკიცებას, რომ რუსეთი შესანიშნავი ადგილია, კრემლი არც ცდილობს, რადგან ყველამ ისედაც იცის, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ არის ნამყოფი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში, შესაბამისად, ის ვერ ახერხებს შედარებას.

კრემლი ქართველი საზოგადოების დარწმუნებისთვის სამ გზას იყენებს - პირველი აშშ-ის, პრეზიდენტ ობამას და ევროკავშირის სისუსტეზე აპელირებაა, რაც მათ არაკომპეტენტურ და არასანდო პარტნიორებად წარმოაჩენს.

მეორე, რითაც კრემლი ოპერირებს, ეს შეთქმულების თეორიაა - ზოგჯერ გიჟურიც კი. ამ დროს, ადამიანი სრულებით არ ინტერესდება, თუ რა აქვს ამ შეთქმულებას საფუძვლად - კრემლი ადამიანებს სამყაროსა და რეალობის სწორ აღქმას უღობავს, რათა ადამიანმა ვერ შეიცნოს, თუ რა ხდება, რატომ ხდება და ა. შ. და ამტიცებს, რომ სამყარო სავსეა იდუმალი ძალებით, რომელნიც კულისებს მიღმა მოქმედებენ. თუ კი ხალხისთვის გზის აბნევა გწადია, ეს ეფექტიანი გზაა - რაც არ უნდა მოიმოქმედო, მაინც კონტროლირებადი ხარ.

მესამე გზა კი ის გახლავთ, რომ რუსეთი (და პუტინი) წარმოაჩინონ, როგორც, რაღაც მუდმივი, ძლიერი და სტაბილური, ანუ ლოგიკა ასეთია: შესაძლოა რუსეთი არ არის სრულყოფილი, მაგრამ ის ძლიერი და სტაბილურია. კრემლი არსებული მედიასაშუალებებით ამ შეტყობინების ქართველ ხალხამდე მიტანას ვერ ახერხებს და, ამდენად, ის ცდილობს დაფიქსირდეს არც თუ პოპულარულ არხებზე, რომელთაც საზოგადოების ყველაზე ნაკლებგანათლებული სეგმენტი უცქერს - ისინი, ვინც ვერ ლაპარაკობენ სხვა ენებზე და არასოდეს ყოფილან ევროკავშირის ქვეყნებში ან ამერიკაში, რათა თავად ჩამოიყალიბონ შეხედულება. ამ არხებს, უნდა ითქვას, არ გააჩნიათ შესაბამისი "წონა", თუმცა, ისინი ახერხებენ შექმნან ყიჟინი და, რაც საინტერესოა, პოულობენ აუდიტორიას.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."