სკანდალური მიმოწერა "ფეისბუქზე" და ის, რაც აქამდე არ გაჟღერებულა - ქიბარ ხალვაშს ნამდვილი "დაკითხვა" მოუწყეს

სკანდალური მიმოწერა "ფეისბუქზე" და ის, რაც აქამდე არ გაჟღერებულა - ქიბარ ხალვაშს ნამდვილი "დაკითხვა" მოუწყეს

ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულმა სტატუსმა, სოციალურ ქსელში დიდი დებატები გამოიწვია. ჯანგირაშვილის პოსტი ქიბარ ხალვაშის მიერ, რუსთავი 2-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა:

ქიბარ ხალვაში: "სასამართლო არ ეხება დოკუმენტს, რამდენად ვიყიდე მე, სასამართლო არის საუბარი რამდენი მომცემს იმაში, რაც ღირდა გაცილებით მეტი". "2 გვერდიანი მტკიცებულებაა სამოქალაქო სამართლისთვის და შიგნით წერია, რომ კომპანიაში, რომელიც გაცილებით მეტი ღირდა, 300 ათასი ლარი გადამიხადეს. მე ვიყიდე 7 მილიონ 300 ათას დოლარად"

მან ასევე განაცხადა, რომ მოპასუხე მხარე რასაც ლაპარაკობს, არის მიშა სააკაშვილის და გავრამიას დაწერილი ტექსტი და ის არ შეესაბამება რეალობას"

ნინო ჯანგირაშვილი

მაინტერესებს : რომ გამოვიდე და ოფიციალურად განვაცხადო, რომ რაღაც კომპანია მილიონ დოლარად ვიყიდე, დოკუმენტურად და ბუღალტრულად კი მხოლოდ 50 000 დოლარის გადახდა მქონდეს დაფიქსირებული, არ დამიჭერენ?

ჟურნალისტის პოსტს, ბიზნესმენი ხალვაში გამოეხმაურა, რის შემდეგაც ჯანგირაშვილის კედელი ნამდვილ "ბრძოლის მოედანს" დაემსგავსა. გთავაზობთ პოსტებს:

ქიბარ ხალვაში

ყველას დაიჭერენ და მეც დამიჭერენ. მაგათთან ერად ჯდომა სამოთხეა

ნინო ჯანგირაშვილი

ღმერთმა დაგიფაროთ ბატონო ქიბარ. უბრალოდ მიკვირს, რატომ არ გეშინიათ არაოფიციალური თანხების მიმოქცევაზე ასე ხმამაღლა რომ საუბრობთ.

ქიბარ ხალვაში

ტყუილს ხომ არ ვილაპარაკებ, ზოგიერთებივით

ნინო ჯანგირაშვილი

ეგ კარგია. მაგრამ თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა გაქვთ ამ საქმაში. ეგ მაწუხებს, თორმე თქვენ გისურვებთ თუნდაც ხუთი ტელევიზია გქონდეთ, ხუთივე ერთმანეთზე უკეთესი.

ქიბარ ხალვაში

ხელისუფლების მხარდაჭერა რომ მქონოდა აქამდე დავიბრუნებდი. და კიდევ ბევრ რამეს მოვაწყობდი. არ სცალიათ მაგათ სხვისი პრობლემებისთვის. აქამდე რა უშლიდა ხელს მხარი რომ დაეჭირათ?

ქიბარ ხალვაში

და კიდევ პრეზიდენტი გადაირია გუშინ არა მე მოგეხმარებიო

ნინია კაკაბაძე

და ეგ 7 მილიონი თქვენ გადაიხადეთ საკუთარი ჯიბიდან?

ნინია კაკაბაძე

რამ გაიძულათ ამხელა ფულის გადახდა წამგებიან ბიზნესში?

ნინო ჯანგირაშვილი

ბატონო ქიბარ, კარგად ვიცი თქვენი მძიმე ისტორია და მართლა გისურვებთ, რაც უკანონოდ დაკარგეთ, ყველაფერი დაიბრუნოთ. თუმცა გული მწყდება, რომ რუსთავი ორის საქმეში პირადად თქვენ მონაწილეობთ. იმედია თქვენც ნაციონალების მხარდამჭერად და რუსთავი ორის ფანად არ მთვლით. ამიტომ გულწრფელად გეუბნებით: ძალიან საშიში პროცესი მიდის ქვეყნისთვის. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა მძიმედ შეიძლება შემოუბრუნდეს მასაც და ქვეყანასაც ეს საქმე. არ მგონია თქვენც რამეში გჭირდებოდეთ იმიჯის შელახვით დაბრუნებული რუსთავი. წარმატებას გისურვებთ ზოგადად, მაგრამ არა რუსთავი2–ის საქმეში.

ქიბარ ხალვაში

მე არ ვთვლი ჩემი იმიჯი ამით შეილახება, მე სხვა გზა არ დამრჩა. მარტო ტელევიზია კი არა კიდე ბევრი რამე გამინადგურა პირადად სააკაშვილმა, რომლის საკუთრებაშიც არის რუსთავი2 , პლუს რვა წელი ემიგრაცია. არავითარი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია, ნეტა კიდე ბევრ რამეს მივწვდე.

ნინია კაკაბაძე

ბევრი რამე თუ გაგინადგურათ რაღა წამგებიან ბიზნესს მიადექით? თუ ფული არ გაინტერესებთ?

ქიბარ ხალვაში

და კიდევ თუ გავიმარჯვებ დამიჯერეთ , ძალიან მაგარ რამეს გავაკეთებ. და აქ რომ მოქილიკეები არიან, ცხოვრებაში არაფერი არ უკეთებიათ მაგრამ სხვისი საქმის პროფესორები არიან იმათაც არ ექნებათ ბევრი სალაპარაკო.

ქიბარ ხალვაში

წარმატებებს გისურვებთ, და ნუ შეეცდებით სხვისი ნერვების, ბედის და შეცდომების ხარჯზე ძალიან "მაგრობას" ღამე მშვიდობისა, სიკეთეს და წარმატებებს გისურვებთ.

ნინია კაკაბაძე

როგორ არა, მე ვაკეთებდი რუსთავი 2-ზე, კვირის გადაცემაში კრიტიკულ სიუჟეტებს თქვენი მფლობელობის დროს და გამომიშვეს

ნინო ჯანგირაშვილი

თუ ბოლო რეპლიკა მე მეხება, გარწმუნებთ, ძალიან მაგრობას კი არა, იმას ვცდილობ, ხელისუფლებამ კიდევ არ აფათუროს ხელი მედიაში და კიდევ ერთხელ არ დაალაგოს თავისი გემოვნების მიხედვით სატელევიზიო სივრცე. მგონი ცოტა უსამართლოა ჩემთვის იმის თქმა, რომ ვინმეს ხარჯზე რამეს ვცდილობ. აღარ მინდა ის განმეორდეს, რამაც ცხრა წელი ყველაზე მძიმედ ჩემს კისერზე გადაიარა. თქვენი საქმის თქვენ იცით. თუმცა არ მესმის, რაში გჭირდებათ აღმასრულებლით და სპეცრაზმით აღებული ტელევიზია.

ელისო კილაძე

აზერბაიჯანში ბიზნესი რომ დაგილაგდათ სანაცვლოდ, გახსენება არ გინდათ, ქიბარ ?!

თეა თუთბერიძე

აბა ბატონმა ბიძინიმ იცრუა, როდესაც თქვა დახმარებას დავპირდიო?  ვაიიი, ვაიიი . . .

თეა თუთბერიძე

ისე, რაც მეტ სისულელეს ჩაიდენს ხელისუფლება თავისი ხელის ბიჭებთან ერთად, მით უფრო მძიმედ რომ მოუბრუნდება უკან იმას ვერ ხვდებიან აშკარად. ჭკვიანები სხვების შეცდომებზე სწავლობენ და სულელები კი . . .

მანანა ნაჭყებია

მინდა გითხრათ, რომ მე ვესწრებოდი დღეს სასამართლოს და სამარცხვინო ოყო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტი! კაცმა შუბლის ძარღვი გაიწყვიტა. მოგეხსენებათ ვესწრებოდი ხოლმე სასამართლოებს ნაცმოძრაობის დროსაც და თამამად შემიძლია ვთქვა: ერთი ერთში!

ქიბარ ხალვაში

ქალბატონო მანანა, ექსპერტიზამ დაწერა დასკვნა იმ ანგარიშის საფუძველზე რომელიც დაწერა ადამიანმა რომელიც იყო ფინასური მენეჯერი. თუმცა ვიღაც უნამუსოები ამტკიცებენ რომ ასეთი კაცი არ არსებობდა. მაშინ ვინ იყო ფინასური მენეჯერი?

მანანა ნაჭყებია

მე არ ვიცი ვინ იყო მენეჯერი, მაგრამ ის კაცი დღეს სამარცხვინო იყო. . მერწმუნეთ.

ქიბარ ხალვაში

თუ ის საბუთი იყო ყალბი რა იყო რეალობა? ხომ ჰქონდათ ადვოკატებს დრო ? რატომ არ წარმოადგინეს. არ წარმოადგინეს იმიტომ რომ ის საბუთი სწორია და არ ასებობდა სხვა დოკუმენტი!!!!! ან დეზინფორმაციის მსხვერპლი ბრძანდებით, ან თვითონ გაწყობთ დეზინფორმაციის გავრცელება პოლიტიკური მიზნით.

მანანა ნაჭყებია

მე მაწყობდა და მაწყობს დამოუკიდებელი სამართლი. სასამართლოს ვინ გაიგდებს ფეხქვეშ - ნაცმოძრაობა თუ ოცნება მნიშვნელობა არ აქვს. ყველა სხდომას ვესწრები და ყველაფერს ვაფასებ. გამოცდილება მაქვს საკმაოდ მიღებული. ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს. ნუ გიხარიათ დღეს რაც ხდება. ასე გიხაროდათ თავის დროზე მიშა ყველას, ჩვენს გარდა. დღესაც იყავით ფხიზლად, თორემ მერე გვიან იქნება!

ქიბარ ხალვაში

კარგად წაიკითხეთ რაც დავწერე. ის კაცი ვინ არის არ მაინტერესებს. იქ წარედგინა დოკუმენტი რომელშიც მხოლოდ აქტივების და პასივების სხვაობა იყო ჩაწერილი, რაც ექსპერტმა შეაფასა და დაეთანხმა. რეალურად რუსთავი2 გაცილებით მეტი ღირდა. თუ გინდათ ქალბატონ ნინო ჯანგირაშვილს ჰკითხეთ, მაგ ბიზნესშია და შეუძლია ივარაუდოს რა ეღირებოდა. ან გემახსოვრებათ, მიშა სააკაშვილი მაშინ ბადრი პატარკაციშვილს ტელევიზიაში საქართველოს რკინიგზას აძლევდა . მგონი ის რკინიგზა 200000 ლარზე მეტი ღირდა. არ ვარგა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე რეალობის არ დანახვა.

ეკატერინე მიშველაძე

გააჩნია რა კომპანია და ვისგან! ააა სადური წესია? სადაური წესია და აქოური!

ირმა ხახუტაიშვილი

თუ დაამტკეს, რომ ეს ყველაფერი მოხდა იმჟამინდელი ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, არ დაგიჭერენ, ანუ თუ მათ გაიძულეს

ქიბარ ხალვაში

ვინ უნდა დაიჭირონ, მოძალადებს არ იჭერენ , გამომძალველებს , შტატიან გამუპატიურებლებს, ვინც კლავს, წვავს და სხვის ქონებას ითვისებს, ჩემს დაჭერამდე ბევრი საქმე აქვთ საკეთებელი. იქნება ჩემს ნათქვამზე საქმე აღძრან ახალი გარემოებების გამო. მეც მაგას ველოდები

ნინო ჯანგირაშვილი

ძალიან არ მინდოდა დეტალებში ჩაღრმავება და კიდევ ბევრ რამეზე იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ არაოფიციალური წყაროებიდან ვიცი. ამიტომ ვეცდები რაც ზედაპირზე ჩანს, იმაზე ვილაპარაკო. ოფიცალურად თქვენ იყიდეთ დაახლოებით ორასიათას დოლარად და ოფიციალურად დაახლოებით იმდენადვე გაყიდეთ. თუ ექსპერტიზა გაყიდვის ფასის არაადეკვატურობას დაადგენს, ყიდვის ფასის არაადეკვატურობაც უნდა შეაფასოს. არაოფიციალურად ვინ რა გადაიხადა, სასამართლომ როგორ უნდა დაამტკიცოს ან იმსჯელოს? მაგ ლოგიკით შეიძლება ჩაითვალოს, რომ არაოფიციალურად თქვენც მეტი გადაგიხადეს. ძალიან არასერიოზულია ეს სასამართლო პროცესი.

მანანა ნაჭყებია

ბატონო ქიბარ, არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს. არ მინდა ქვეყანაში დაუსრულებლად მეორდებოდეს ერთი და იგივე, ესაა მხოლოდ ჩემი პირადი ინტერესი. პირდაპირ გეტყვით, არ მომწონდა და ღიად ვამბობდი, როცა ნაცმოძრაობამ თქვენ გაგიფორმათ ტელევიზია, როგორც მათთვის სანდოს და დასაყრდენს, არ მომეწონა, როცა იძულებით წაგართვეს, მაგრამ არც დღეს მომწონს რაც ხდება. არც თქვენ იყავით კეთილსინდსიერი მყიდველი და არც ყარამანიშვილები არიან. როგორ ფიქრობთ, ვინმე დაუბრუნებს დღეს ფიქრიას და ამ ტელევიზიის სათავეებთან მყოფ ადამიანებს ეს პროცესი რომ წამოეწყოთ მას და მის მეგობრებს? ცხადია, არა! ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველაფერს ხვდება.

ქიბარ ხალვაში

ყველაფერი სამართლიანად დასრულდება .

ნინო დანელია

ჯვარი აქაურობას და ჯერ ერთი ხელისუფლება რომ მიყენებდეს სხვისი ქონების ამხევად და მერე მეორე, იმიჯის შელახვაზე როგორ ვილაპარაკებდი. მილიონები რომ მეტარებინა ჩანთით და ოფიციალურად დამემალა ყიდვა-გაყიდვის პროცესი, ფული მეთეთრებინა, მერე მეთქვა, ლოგო მე დავხატე და უკანასკნელი გმირი მე შევქმენიო, რაღაც ციფრები წარმედგინა სასამართლოზე უბეჭდო, უბლანკო ქაღალდზე, რომელზეც ხელმომწერს არ აქვს საბუთი, რომ ის ფინანსური მენეჯერი იყო, მერე მთავარ მოწმეს რომ ეთქვა ჩემი მოწინააღდეგის ადვოკატისთვის, ჯენერალ მოტორსის სახელით რომ წარმოგედგინათ იგივე დოკუმენტი, უარს არ გეტყოდით დამტკიცებაზეო, ძალიან შემრცხვებოდა როგორც ორი ქვეყნის - საქართველოს და გერმანიის მოქალაქეს, როგორც ბრძანეთ. ისე, ცნობისთვის, არცერთ ამ ქვეყანას ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს, სიმართლეს ნეტა ცხოვრების რა ეტაპზე ლაპარაკობთ? რად გიღირთ ასეთი თავის მოჭრა საქვეყნოდ და საშვილიშვილოდ?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია