ცნობილი ქართველი გენერლის ასულის, ელისაბედ ჭავჭავაძის ბურუსით მოცული ცხოვრება

ცნობილი ქართველი გენერლის ასულის, ელისაბედ ჭავჭავაძის ბურუსით მოცული ცხოვრება

ელისაბედ (ლიზა) ჭავჭავაძე! ვინ იცის, მერამდენე ქართველი ქალია, რომელიც უცხოობაში აღესრულა. ერთადერთი, რაც განგებას მისთვის არ დაენანა, მოკრძალებული საფლავი იყო კიშინიოვში.

იქ, სადაც ბედმა საკუთარი ფეხით წაიყვანა - ქართველი გენერლის, ზაქარია ჭავჭავაძის ასული ცოლად საქართველოშივე გაჰყვა ივან ლასკარს (ის უმდიდრესი ადამიანი და უწარჩინებულესი გვარის შვილი იყო), რომლის გემმა მოლდოვასკენ გაცურა და მშვენიერი ელისაბედიც თან წაიყვანა.

ასე დაფუძნდა ლიზა უცხო მიწაზე სიმდიდრესა და ფუფუნებაში. მამამისი, გენერალი ზაქარია ჭავჭავაძე კი თავზარს სცემდა საქართველოს ისტორიულ მტრებს, ოსმალებს. მათთან ბრძოლაში მუდამ სიკვდილის პირისპირ იდგა; ხან ტყვია ესროლეს, ხან ხმლით აჩეხეს, მაგრამ სიკვდილმა მაინც ვერ მოიხელთა. ერთხელაც, დაჩეხილ-დაკუწული, ახალგაზრდა თავადმა, ივანე ამილახვარმა გადაარჩინა, რომელიც გაოგნებული ჰყვებოდა, - მტრის ალყაში მარტო შევარდა და თვალებს არ ვუჯერებდი, რა ლომივით იბრძოდა ალყაშემორტყმული, მის თავსზემოთ­ კი ათასობით ხმალი ელავდაო.

ლიზა ჭავჭავაძის ქალიშვილი მარინა

1905 წელს გარდაცვლილი მამა ელისაბედმა მწარედ დაიტირა და სამშობლოსაც გამოემშვიდობა. ქარტეხილებით სავსე საუკუნე იწყებოდა და ელისაბედიც მისი მსხვერპლი ხდებოდა, - აღარც სამშობ­ლოში დაბრუნება ეწერა და აღარც ხანგრძლივი სიცოცხლე - 37 წლისა­ გარდაიცვალა. არც მის ერთადერთ ქალიშვილს, მარინას, უცოცხლია დიდხანს... თუმცა ელისაბედ ჭავჭავაძისთვის მაინც გაიმეტა განგებამ წყალობა - მოლდოვაში მოღვაწე გიორგი კუტუ­ბიძე ქართველი ქალის გავერანებულ საფლავს­ მოლდოვას უძველეს სასაფლაოზე შემთხვევით წააწყდა. მისი კვალის ძებნა დაიწყო და აღმოაჩინა კიდეც, - აქამდე უსახელოდ წასულ ელისაბედ-ლიზას თურმე ამ მხარისთვის დიდი საქმე გაუკეთებია, - მოლდოვაში მცხოვრები ნატალი დადიანი­ მოუძებნია და მასთან ერთად იქ პირველი ქალთა­ გიმნაზია დაუარსებია... ჩვენ ეს ამბავი ლიზა ჭავჭავაძის შორეულმა ნათესავმა ირაკლი კალანდიამ შეგვატყობინა. მანვე დაგვაკავშირა გიორგი კუტუბიძესთან.

გიორგი კუტუბიძე: - ლიზა ჭავჭავ­აძის საფლავზე რკინის ჯვარიც იყო შემ­ორჩენილი და წარწერებიც, მაგრამ როგ­ორც უპატრონოს, მალე გაიმეტებდნენ ახალი საფლავისთვის. ეს რომ არ მომხდარიყო,­ უნდა მომეპოვებინა საფლავის აღდგენის ნებართვა, შემეგროვებინა დოკუმენტაცია და მეშოვა ფული.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია