აჭარაში სტუმრად ბელორუსი ტუროპერატორები იმყოფებოდნენ

აჭარაში სტუმრად ბელორუსი ტუროპერატორები იმყოფებოდნენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ ბელორუსი ტუროპერატორები ქალაქ ბრესტიდან. ბრესტი ბათუმის დამეგობრებული ქალაქია და ტუროპერატორები ბათუმში ქალაქის მერიის მოწვევით იმყოფებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ქალაქ ბრესტის 13 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები აჭარას ორდღიანი ვიზიტით ეწვიეს. ვიზიტისას სტუმრები გაეცნობიან აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, დაათვალიერებენ შავი ზღვისპირეთის სასტუმროებსა და ღირშესანიშნავ ადგილებს, დააგემოვნებენ ადგილობრივ კერძებსა და დააჭაშნიკებენ ქართულ ღვინოს.

ამასთან, ურთიერთთანამშრომლობის დამყარების მიზნით, ბელორუსი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდებიან. სტუმრები დაინტერესებულნი არიან საზღვაო, სამთო, კულინარიული და ღვინის ტურიზმით.

ბელორუსი აჭარის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მუდმივად ატარებს სარეკლამო კამპანიებს და მონაწილეობას ღებულობს ბელორუსიის ტურისტულ გამოფენებში.

2015 წლის 9 თვის განმავლობაში აჭარის რეგიონში 5 957 ბელორუსი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,3%-ით მეტია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია