სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ ბრიფინგი გაიმართება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ბრიფინგის თემა არ კონკრეტდება, თუმცა სავარაუდოდ, საუბარი შეეხება, დღეს, უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua–ში გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს.
ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#სკანდალური აუდიო ჩანაწერი