ტელეკომაპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და "ნაციონალური მოძარობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გვარამია და ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხავაზე ერთად შევიდნენ. ბოკერია დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა, გვარამიასთან ერთად კი ადვოკატი ოთარ კახიძე იმყოფება. მათი დაკითხვა ეხება გუშინ გამოქვეყნებულ აუდიომასალებს.
ე.წ. მოდულის შენობასთან გვარამიას და ბოკერიას მხარდამჭერები არიან შეკრებილი.