საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური ვარაუდობს, რომ "რუსთავი 2"-ს მოდავე კიდევ გამოუჩნდება, რადგან კომპანიის გადაფორმება სხვადასხვა პირებზე ბევრჯერ მოხდა.
"მე მიმაჩნია, რომ ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა, რომელიც არ მგონია ამით დასრულდეს. შეიძლება გამოჩნდეს კიდევ ვინმე, ვისაც პრეტენზია ექნება. არის მცდელობა, მოხდეს ამ პროცესების პოლიტიზირება, ჩაითრიონ როგორმე ხელისუფლებაც. ასევე არის მცდელობა სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდის. ამას გარკვეულწილად პრეზიდენტიც უწყობს ხელს" - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
"მეც არ მომწონს ჩემს მიერ მიღებული კანონი, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნის შესახებ. როცა უკვე ავირჩიეთ სააგენტოს საბჭო, საკონსტიტუციო სასამართლომ შეუჩერა უფლებამოსილება. 6 თვეზე მეტი ვიშრომეთ ამ კანონზე. მაგრამ იძულებული ვართ დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა შინაგანად დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიზირებული", - ამბობს მეჭიაური.
წყარო: gurianews.com