პროექტ ”ლურჯი ოკეანეს” ფარგლებში, დროის მართვასთან დაკავშირებული ტრენინგი გაიმართება. ბიზნეს ტრენერი დავით კენჭაძე მსურველებს 15 წესის შესახებ ესაუბრება, რომელსაც ადამიანის პროდუქტიულობის გაორმაგება შეუძლია. ტრენინგი საგანმანათლებლო პროექტ ”ლურჯი ოკეანეს” ფარგლებში გამოცემული ბესთსელერის, ბრაიან თრეისის ”შეჭამე ბაყაყის” ირგვლივ წარიმართება.
”ლურჯი ოკეანე-ბიზნეს განათლება” ”მედია პალიტრის” საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც აერთიანებს ორ მიმართულებას - გამომცემლობასა და ტრენინგ ცენტრს.
”ლურჯი ოკეანე-გამომცემლობის” ფარგლებში მსოფლიოში დაწინაურებული ბიზნეს ლიტერატურა ქართულ ენაზე გამოიცემა. პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესთსელერები, როგორიცაა ბრაიან თრეისის "შეჭამე ბაყაყი" და "გახდი გაყიდვების ვარსკვლავი“; სერიის “მარტივად” ორი წიგნი - “მართე მარტივად” და “სამუშაოს ძებნა მარტივად”.
რაც შეეხება, ”ლურჯი ოკეანე-ტრენინგს”, ეს არის საგანმანათლებლო სივრცე ბიზნესის სფეროში დასაქმებულთათვის, რომელიც კლიენტებს მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებულ, პრაქტიკული ცოდნით გამყარებულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.
”ლურჯი ოკეანეს” ტრენინგის მიმართულებაზე, ტრენინგ ცენტრის მიზნებსა და ამოცანებზე AMBEBI.GE-ს ტრენინგ ცენტრის უფროსი სალომე საბელაშვილი ესაუბრა:
- ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ ახალი შესაძლებლობების მოძიებას ბიზნეს სფეროში დასაქმებულთათვის და მოვამზადოთ კვალიფიციური კადრები, რომლებიც კომპანიის წარმატების გარანტები იქნებიან. ”ლურჯი ოკეანის” ტრენინგის მიმართულება დაინტერესებულ პირებს ინოვაციურ მოკლევადიან და გრძელვადიან სატრენინგო კურსებს სთავაზობს.
- თუ შეიძლება, ამ ეტაპზე უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ მოკლევადიან ტრენინგებზე. რა მეთოდითა და ინტენსივობით გაივლის სემინარს მსმენელი?
- მოკლევადიანი ტრენინგ-სემინარის განმავლობაში ხდება წიგნში მოცემული მიგნებების განხილვა 3 სამუშაო საათის განმავლობაში, რომლის დროსაც საჩუქრად იღებთ წიგნს, რომელიც იყო კურსის შექმნის ძირითადი წყარო, მონაწილეობის სერტიფიკატსა და იმ განუმეორებელ გამოცდილებას, რითაც გამოირჩევა მაღალი ხარისხის ტრენინგები. ინოვაციური ტრენინგ-კურსები საშუალებას აძლევს მონაწილეებს მცირე დროის მონაკვეთში მიიღონ საერთაშორისო დონის საუკეთესო პროფესიონალების მიერ აღმოჩენილი/დადასტურებული ცოდნა, რომელიც ჩვენი ტრენერების მიერ უკვე ქართულ ბაზარზე მორგებული კუთხით იქნება გადმოცემული, გაიფართოვონ სანაცნობო წრე და ამავდორულად მიიღონ განტვირთვა ამ, ძალიან საინტერესოდ დაგეგმილი ღონისძიებისგან.
სწორედ ასეთი ტიპის - ინოვაციურ, ტოპ ბიზნეს ლიტერატურის კონტენტის მიხედვით აწყობილ ტრენინგ-სემინარს გამართავს დავით კენჭაძე 9 ნოემბერს. 11:00 საათზე, პროექტ ”ლურჯი ოკეანის” ფარგლებში დაარსებულ ტრენინგ ცენტრში.
დავით კენჭაძე არის ბიზნეს კონსულტანტი, ტრენერი და საკონსულტაციო ჯგუფის გენერალური დირექტორი.
მას აქვს ტოპ მენეჯერად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. ზედიზედ 4 წლის განმავლობაში გახდა ოქროს ბრენდის გამარჯვებული, ბაზრის წილი 10%-დან გაზარდა 34%-მდე და გახდა ბაზრის ლიდერი კომპანია.
აღნიშნული ტრენინგის მონაწილეები სამ საათიან ინტენსიურ მასტერკლასს გაივლიან. ტრენინგში მონაწილეობა 30 მსურველს შეუძლია. მასტერკლასზე დასწრების ღირებულება 115 ლარია, თუმცა დაინტერესებულ პირებს გარკვეული ფასდაკლებები ექნებათ მონაწილეობის შემთხვევაში. დარეგისტრირების მსურველებმა უნდა დაადასტურონ მონაწილეობა ელექტრონულ მისამართზე trainings@blueocean.ge შეტყობინების გაგზავნით. ტრენინგი ჩატარდება მისამართზე კოსტავას 47, მეორე სართული.
ნატალია დადიანი, Ambebi.ge