ცესკო: ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე არასწორად მიდიან

ცესკო: ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე არასწორად მიდიან

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნებზე რამდენიმე მცირე ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი მარტვილში ათი წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რაც გამოწვეული იყო მარკირების აპარატის დაზიანებით. თუმცა დაზიანება მალევე აღმოიფხვრა. ასევე მარტვილში ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც დაზიანებული იყო ლუქი, თუმცა სპიკერის ცნობით, ეს პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.

რაც შეეხება სხვა მცირე ტექნიკურ ხარვეზებს, ცესკოს ინფორმაციით, საგარეჯოს მეხუთე საარჩევნო უბანში ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კონვერტების 50-ცალიან შეკვრას 1 კონვერტი აკლდა. კომისიამ კონვერტები ხელახლა გადათვალა, თუმცა დანაკლისი არ აღმოჩნდა.

გარდა ამისა, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე არასწორად მიდიან, თუმცა მათ საუბნო კომისიის წარმომადგენლები რეგისტრაციის ზუსტ მისამართს უთითებენ.

"იყო მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური ხასიათის პრობლემა. ყველა მათგანი უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრა და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."