დაქვრივებული სვანი ქალი უნდა გათხოვილიყო და შვილი მამისეულ ოჯახში დაეტოვებინა - მარიამ ხაჭვანი სვანური ყოფის შესახებ

დაქვრივებული სვანი ქალი უნდა გათხოვილიყო და შვილი მამისეულ ოჯახში დაეტოვებინა - მარიამ ხაჭვანი სვანური ყოფის შესახებ

ახალგაზრდა რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა კინომოყვარულთა სამყარო უკვე აალაპარაკა. მისმა სურათმა "დინოლამ" მთავარი ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია. სვანურ ტრადიციებზე გადაღებულმა ამბავმა, თუ როგორ დაობლდება პატარა გოგონა დინოლა და მერე როგორ გაუთხოვებენ დედას, ბევრი მაყურებელი შეძრა. როგორც მოგვიანებით რეჟისორი ამბობდა, ეს ამბავი რეალისტურია, მის ბებიას გადახდენია და ამგვარი წესიც, რომ დაქვრივებული ქალი კვლავ გათხოვილიყო, ახალი ოჯახი შეექმნა და შვილი მამისეულ სახლში დაეტოვებინა, ძველად სვანეთში ნამდვილად არსებობდა. მარიამისვე თქმით, რომელიც თავად სვანია, უშგულშია გაზრდილი და კარგად იცნობს იქაურ ყოფასა და წეს-ჩვეულებებს, ეს წესები და ტრადიციები ცხოვრების მაშინდელი პირობებიდან და დემოგრაფიული მდგომარეობიდან იყო ნაკარნახევი და იმ დროს სავსებით გამართლებულიც... (შეგიძლიათ, "დინოლაზე" და მასში ასახულ თემებზე წაიკითხოთ აქ) თუმცა ამაზე მარიამი ინტერვიუშიც საუბრობს. ანჯამად კი სრულმეტრაჟიან ფილმს "დედეს" იღებს, რომლის გადაღებებიც მალე დასრულდება

- ფილმში ძირითადად სვანეთის ყოფა, ტრადიციებია ასახული. ასეთ თემებთან შეხება ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს - ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც იტყვის, ასე არ იყო, საიდან მოიტანეო, ან გაგკიცხავს, რატომ ასაჯაროებო. საინტერესოა, თავად სვანები როგორ შეხვდნენ "დინოლაში" წამოჭრილ თემებს, რომლებიც ახლა უკვე სრულმეტრაჟიან ფილმში გადაინაცვლებს...

- დიახ, იყო გარკვეული კრიტიკა "დინოლაზე", მაგრამ, ვინც ცუდი კუთხით შეხედავს ჩემს ფილმებს, ეს მათი პრობლემაა. მე ვცდილობ სვანური ხასიათი და ცხოვრება არ დაიკარგოს და მაქსიმალურად რეალურად ვიღებ ფაქტებს. სიმართლე გითხრათ, წლების წინ მეც ვაკრიტიკებდი ტრადიციებს, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს ტრადიციები იყო თუ წესები, იმ დროისთვის საჭირო და აუცილებელი იყო და ყველა ადამიანი, თუნდაც ევროპელი და ამერიკელი, იმ საზოგადოებაში რომ მოხვედრილიყო, თვითონაც ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებდა, როგორც სვანები.

- საერთოდ რას იტყვით თქვენი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გადმოსახედიდან ამ ტრადიციაზე და იმაზე, რომ ბავშვები უდედოდ რჩებოდნენ. რასაკვირველია, დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და "გადასარჩენად" ეს ერთ-ერთი გამოსავალი იყო, მაგრამ ქალის და ბავშვის უფლებები აშკარად ილახებოდა...

- რა თქმა უნდა, ილახებოდა, მაგრამ ეს აუცილებელი იყო იმ დროისთვის...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია