"საქმესთან გამკლავების ხელოვნება" - დევიდ ალენის მასტერკლასი თბილისში

"საქმესთან გამკლავების ხელოვნება" - დევიდ ალენის მასტერკლასი თბილისში

"დააფიქსირე პოტენციურად მნიშვნელოვანი საკითხები"; "დაიწყე საქმეებით, რომლებსაც ყველაზე ნაკლები დრო სჭირდება" – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე, "დროის მეფედ" აღიარებული დევიდ ალენი  თბილისს ეწვია.

ცნობილი ბესტსელერის "საქმესთან გამკლავების ხელოვნება" ავტორმა სასტუმრო "ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგში" შეკრებილ 350-მდე ქართველი მსმენელისთვის მასტერკლასი ჩაატარა.

დევიდ ალენს ჩატარებული აქვს ასეულობით საჯარო მასტერკლასი, სადაც ის აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ახალი მეთოდით მუშაობას ასწავლის. Time Lord-ის მსმენელები ამბობენ, რომ მისი მასტერკლასები და მეთოდოლოგია სასწაულებს ახდენს, რომლის დანერგვის შემდეგაც კომპანიებისა და კონკრეტული ადამიანების პროდუქტიულობა მკვეთრად იზრდება.

დევიდ ალენის თეორიის მიხედვით შექმნილია GTD მეთოდოლოგია, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი ბიზნესორგანიზაციები ხელმძღვანელობენ, ადგენენ სამუშაო გეგმას, ასრულებენ დაკისრებულ საქმეს სრულყოფილად და შედეგად - ზრდიან თანამშრომლების პროდუქტიულობას.

დევიდ ალენის მეთოდოლოგიასთან გაცნობა ქართველ მკითხველს უკვე ქართულად შეუძლია. "დროის მეფის" საქვეყნოდ აღიარებული ბესტსელერი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მილიონიანი ტირაჟით იყიდება, გამომცემლობა პალიტრა L-მა პროექტ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში გამოსცა.

წიგნის პრეზენტაცია სასტუმრო "ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგში" დევიდ ალენის მასტერკლასის ფარგლებში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ავტორმა წიგნზე საკუთარი ავტოგრაფი დატოვა.

დევიდ ალენი: "მოხარული ვარ, რომ ჩემი წიგნის წაკითხვის საშუალება ქართველ მკითხველს ახლა უკვე მშობლიურ ენაზე შეეძლება. საქართველო დიდებული ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, ამ მეთოდოლოგიის გამოყენებას ადვილად შეძლებენ პრაქტიკაში. ასე რომ, ყველას ვულოცავ "საქმესთან გამკლავების ხელოვნების" ქართულ ენაზე თარგმნას. პირველ რიგში, ქართველ მკითხველს ვურჩევდი წიგნის წაკითხვას და მის გამოყენებას, როგორც ყოველდღიური სახელმძღვანელოსი. ჩემი, როგორც ამ წიგნის ავტორის, მთავარი მიზანი არის, რომ ის გახდეს თქვენი ყოველდღიური გზამკვლევი წარმატებისკენ, საკუთარი ქმედებების გაუმჯობესებისა და შემდგომი ნაბიჯებისკენ".

გუგა კობახიძე, ღონისძიების ორგანიზატორი: "დარწმუნებული ვარ, ქართულ ენაზე გამოცემული "საქმესთან გამკლავების ხელოვნება" ქართველ მკითხველს დიდ დახმარებას გაუწევს, რადგან წიგნში მოცემული თეორია და პრაქტიკული რჩევები , GTD მეთოდოლოგია ზოგადად ნებისმიერ ადამიანს პირად ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც ძალიან დიდ ცვლილებებს მოუტანს აუცილებლად. აქ არის საუბარი როგორ უნდა იცხოვროთ სტრესის გარეშე და მართოთ პროცესები და დრო. ეს არ არის წიგნი, რომელსაც თვალი უნდა გადაავლო, ეს არის წიგნი, რომელიც პრაქტიკულ რჩევებს გაძლევს და რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გამოიყენო. ცალსახად მნიშვნელოვანია "პალიტრა ელ"-ის წამოწყება, რადგან აქამდე მკითხველს ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა. ძალიან წარმატებული იყო ბრაიან ტრეისის ქართულ ენაზე გამოცემული "შეჭამე ბაყაყი" და დარწმუნებული ვარ, ეს წიგნიც წარმატებული იქნება".

ირინა კეიდია, "პალიტრა მედიას" მარკეტინგის დირექტორი: "იმის გამო, რომ ამ სფეროში ძალიან დიდი ინტერესი დავინახეთ, პალიტრა L-მა ჩამოაყალიბა ცალკე პროექტი "ლურჯი ოკეანე", რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესლიტერატურის განვითარებას. ამ ბრენდის ქვეშ უკვე ოთხი წიგნი გამოიცა, რომელიც გაყიდვებით მოწინავე ადგილებშია. ეს არის ბრაიან ტრეისის წიგნები "შეჭამე ბაყაყი" და გახდი გაყიდვების ვარსკვლავი. ამავე პროექტში გადავწყვიტეთ სოფლიო მასშტაბის ბიზნესტრენერის დევიდ ალენის ბესტსელერის "საქმესთან გამკლავების ხელოვნების" ქართულ ენაზე გამოცემა. ძალიან მნიშვნელოვანია საკითხი, რასაც წიგნი ეხება – ეს არის დროის მართვის ეფექტური ხერხები, რისი პრობლემაც დღეს ყველას აქვს ყოველთვის გვაყრია თავზე ბევრი საქმე და ეს ადამიანი რეალურ მინიშნებებს გვაძლევს, როგორ შეიძლება ჩვენი დრო ეფექტურად გადავანაწილოთ. ყველას ვურჩევ, რომ ეს წიგნი საკუთარ თავზე გამოსცადოს".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია