"დაჭრილი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია, ამნისტიით არის ციხიდან გამოსული" - მორიგი კრიმინალური გარჩევა

"დაჭრილი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია, ამნისტიით არის ციხიდან გამოსული" - მორიგი კრიმინალური გარჩევა

"კრიმინალური გარჩევები გახშირდა, ყოველ შემთხვევაში, გურიაში ასე ხდება და არა გვგონია, რომ ქვეყანაში სხვანაირი ვითარება იყოს. საუბედუროდ, ისეთი სიტუაციაა ლამის უკვე, რომ ქუჩაში გასვლის გვეშინია. გვიკვირს, რატომ არ ხმაურდება ეს ამბები!" - ასე დაიწო ჩვენთან ლაპარაკი ქალბატომა, რომელიც ოზურგეთის ცენტრში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მომხდარ დანაშაულს შეესწრო, რა დროსაც მუცელში ცივი იარაღით მძიმედ დაიჭრეს ამნისტირებული პატიმარი ა. ა. შემთხვევა დაახლოებით 22 სთ-დან - 23საათამდე მოხდა. ინციდენტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა საუბრისას ვინაობის გამხელას ერიდებიან, ამბობენ, რომ კრიმინალების ეშინიათ. მომხდარს შსს იძიებს.

მ.ლ; - ბნელოდა, ეზოში კი არც ისე კარგი განათება გვაქვს, რომ გაიხედო და ცხადად დაინახო რაც ხდება. სახლში ვიყავი და ჩვეულებრივად ვსაქმიანობდი, ეზოდან ხმაური რომ შემომესმა. უფრო სწორედ ეს ჩხუბი იყო, მაგრამ კი არ ყვიროდნენ, რაღაცნაირად მოგუდულად ლაპარაკობდნენ, თითქოს ერთმანეთს რაღაცს თხოვდნენ... ვიფიქრე, ალბათ პატარა ბიჭები არიან, მაგათ სიცოცხლე არაფრად უღირთ, ერთმანეთს არაფერი დაუშავონ-მეთქი, ამიტომ ფანჯარაში გადავიხედე, მეგონა, ერთს დავუცაცხანებდი და გაიქცეოდნენ, მაგრამ პატარა ბიჭების ნაცვლად 4 თუ 5 ზრდასრული კაცი დავინახე, რომლებიც ერთმანეთს რაღაცას ედავებოდნენ.

ძალიან გავბრაზდი, - ამ ხნის ხალხს არ რცხვენიათ, ამ ღამეს ეზოში რომ ჩხუბობენ, წავიდნენ და ცოლ-შვილს მიხედონ-მეთქი; ამ დროს კი საშინელი რამ დავინახე, - შუაში ვინც ჰყავდათ ჩაყენებული, ის კაცი ჩაიკეცა და დაეცა, დანარჩენები კი უცებ მოწყდნენ და გაიქცნენ. მაღლიდან დავყურებდი, ნახვერად ბნელ ეზოში და ვერ მოვხვდი რა უქნეს. რატომღაც ვიფიქრე, ალბათ უბედურს მუცელში მუშტი ჩაარტყეს-მეთქი და ქმარს დავუძახე, - გეხვეწები, ეზოში ჩხუბია, ვიღაც კაცს სცემეს, წააქციეს და ასფალტზე გდია, წადი, არ მოკვდეს-მეთქი და ისიც წავიდა. ამასობაში წაქცეულმაც იყვირა და სხვებიც მოვარდნენ. იმ უბედურს თურმე მუცელში დანა გაუყარეს, სისხლი თქრიალით მოსდიოდა. მერე მანქანაც გამოჩნდა და საავადმყოფოში წაიყვანეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია