ქუთაისში 30 წლის მამაკაცმა მე-12 კლასის მოსწავლე მოკლა - შსს-ს განცხადება

ქუთაისში 30 წლის მამაკაცმა მე-12 კლასის მოსწავლე მოკლა - შსს-ს განცხადება

ქუთაისში 30 წლის მამაკაცმა მე-12 კლასის მოსწავლე მოკლა. შემთხვევა დღეს, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. სასიკვდილი ჭრილობა ახალგაზრდას ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც "ambebi.ge"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული შავლეგ გ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1997 წელს დაბადებულ გიორგი გ-ს, რის შედეგადაც დაჭრილი ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

"დიდი გლოვაა "ნაციონალურ მოძრაობაში": მიტინგიდან ზუგდიდში მიმავალ მიკრავტობუსს ტრაილერი დაეჯახა" - რას წერს გვარამია გორთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა

600 000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ -  ყოფილი პოლიციელის სკანდალური ნაამბობი