ირმა ინაშვილი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს

ირმა ინაშვილი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი 8 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. როგორც ალიანსის ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის პარლამენტის შუალედურ არჩევნებს არ აღიარებს და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გეგმავს. მისივე ინფორმაციით, საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

"მე და ჩემი თანამოაზრეები ისევ ვუბრუნდებით რუსთაველის ძეგლს და ისევ ვამაგრებთ საპროტესტო კერას რუსთაველის ძეგლთან. ჩვენ ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, ასევე, ვგეგმავთ დიდ აქციას, რომელიც პერმანენტული აქციების დასაწყისი იქნება, ეს იქნება 8 ნოემბერს", - განაცხადა ინაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."