რა თანხა იხარჯება უცხოური ლობისტური კომპანიებისთვის

რა თანხა იხარჯება უცხოური ლობისტური კომპანიებისთვის

"2008-2015 წლებში ამერიკაში დაქირავებული იყო 19 სხვადასხვა ლობისტური კომპანია და მათი ქვეკონტრაქტორი"

რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან უცხოეთში დაქირავებული ლობისტური კომპანიებისთვის? - ცოტა ხნის წინ პასუხი ამ შეკითხვას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გასცა. აღნიშნული კვლევისთვის ინფორმაციის მოსაპოვებლად IDFI-მ წერილები გაუგზავნა როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ისე ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას. თითოეული დაწესებულებიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ითხოვდა აშშ-ის ლობისტურ კომპანიებსა და ასევე სხვა ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებს.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე მათ ამ სახელმწიფო უწყებებიდან დაახლოებით ასეთი პასუხი მიიღეს: ლობისტურ საქმიანობებთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენსო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, აშშ-ში 1938 წლიდან მოქმედი კანონმდებლობით, ყველა მონაცემი, რომელიც ეხება უცხო ქვეყნებიდან ამერიკაში მოქმედ ლობისტურ კომპანიებთან ურთიერთობას, ხელმისაწვდომი და საჯაროა. მეტიც, ეს კომპანიები ყოველ ექვს თვეში ერთხელ აახლებენ ინფორმაციას გაწეული მომსახურებისა და მიღებული საფასურის შესახებ და კონგრესს წარუდგენენ. შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია როგორც აშშ-ის კონგრესისთვის წარდგენილი 6-თვიანი ანგარიშები, ისე ლობისტური კომპანიების საქმიანობის დოკუმენტაციის მონაცემთა ბაზა. სწორედ ამ მონაცემებით ირკვევა, რომ პირველად ლობისტური კომპანია საქართველომ ამერიკაში 1991 წელს დაიქირავა და ის საქართველოს მთავრობას კონსულტაციებს უწევდა ამერიკის კერძო და საჯარო სექტორებთან ურთიერთობაში, ასევე ვაჭრობის, ტურიზმის, მარკეტინგისა და სხვა სფეროებში. გარდა ამ დახმარებისა, ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ საკუთარ ოფისში თურმე საქართველოს საინფორმაციო ცენტრიც გახსნა. ამ მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანიას თურმე 132 ათასი დოლარი გადაუხადა.

IDFI-ს ამ კონკრეტული კვლევის მიზანი იყო, შეესწავლა როგორც სახელმწიფო, ისე ფიზიკური და იურიდიული პირების ლობისტური საქმიანობა 2008 წლიდან დღემდე. როგორც გაირკვა, ამ პერიოდში საქართველოდან სულ ცხრა დაწესებულება ან პირი სარგებლობდა ამერიკული ლობისტური კომპანიების მომსახურებით: საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და "თავისუფალი დემოკრატები", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფი. ჩამოთვლილი სუბიექტების ინტერესების წარმოსაჩენად კი 2008-2015 წლებში ამერიკაში დაქირავებული იყო 19 სხვადასხვა ლობისტური კომპანია და

მათი ქვეკონტრაქტორი. მათ შორის, ლობისტად დარეგისტრირებული იყო თედო ჯაფარიძე, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ "ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების" პარტიული სიით გახდა პარლამენტის წევრი. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშებიდან ირკვევა, 2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე სულ დაიხარჯა 9.585.115 დოლარი, ხოლო სხვა­დასხვა კერძო პირმა და პარტიამ იმავე პერიოდში 5.270.490 დოლარი დახარჯეს.

"ჯამურად, წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 7,2 მლნ დოლარი დაიხარჯა 2012 წელს. ეს მეტწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოში ამ პერიოდში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე ხარჯები გასწიეს ასევე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა: საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი, რომლებზეც ჯამურად მოდის 2008-2015 წლებში გადახდილი მთლიანი თანხის 98%, ანუ 14,6 მლნ აშშ დოლარი.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."