"მაგათ აუხსენი, ყველას გაყრიან სათითაოდ" - სააკაშვილი გვარამიასთან საუბარში ჟურნალისტებს დაემუქრა

"მაგათ აუხსენი, ყველას გაყრიან სათითაოდ" - სააკაშვილი გვარამიასთან საუბარში ჟურნალისტებს დაემუქრა

უკრაინულმა საიტმა uarevo.in.ua სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მორიგი სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა.

ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი ნიკა გვარამიას ეუბნება, რომ ჟურნალისტთა კოლექტივთან "წაიმუშავოს".

მიხეილ სააკაშვილი: მე ვიზიარებ, რომ არ გვინდა შეშინება ჟურნალისტების კოლექტივის... ერთადერთი, წაიმუშავე ყველასთან სათითაოდ... მაგათ აუხსენი, ყველას გაყრიან სათითაოდ.

ნიკა გვარამია თემურ ჯანაშიას ახსენებს და აცხადებს, რომ დაცვის ორგანიზებას მას დაავალებენ, მიხეილ სააკაშვილი კი ყოფილი სპეცრაზმელების საჭიროებაზე საუბრობს.

ნიკა გვარამია: ეს სპეცრაზმელები საიდან მოვიყვანო, ნაცებს ვთხოვო, რომ დამაკავშირონ?

მიხეილ სააკაშვილი: გივი იცნობს ყველას....

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."