"*ლეობაა, ამოვიდა უკვე ყელში..." - პაატა იაკობაშვილის რეაქცია ჩანაწერზე, რომელშიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებენ

"*ლეობაა, ამოვიდა უკვე ყელში..." - პაატა იაკობაშვილის რეაქცია ჩანაწერზე, რომელშიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებენ

უკრაინულმა საიტმა სააკაშვილის, გვარამიას და სოფო ნიჟარაძის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერებში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით ახსენებენ.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ მომხდარის გამო არხის ჟურნალისტებმა შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. რა რეაქცია ჰქონდათ ჩანაწერზე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, ამის გასარკვევად მათთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა კომენტარის გაკეთება პაატა იაკობაშვილის გარდა არცერთმა ისურვა.

- რაც გავრცელდა სრული *ლეობაა. არ მგონია ეს ვინმესთვის შეურაცხმყოფელი იყოს. ჩვენმა გუნდმა შეძლო და ვდგავართ ერთად, როგორც ჟურნალისტები. მაქსიმალურად ავიცილებთ თავიდან პოლიტიკურ ექსცესებში ჩართვას. ასეთი *ლეობებით ჩვენზე ზემოქმედებას ვერ მოახდენენ. ჩვენ ეს პოზიცია ჯერ კიდევ მაშინ შევიმუშავეთ, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას კადრები გავრცელდებოდა. ადამიანები ვართ და როცა გაბრაზებულები ვართ უარესს ვამბობთ. ვიმეორებ *ლეობაა, *ლეობაა, *ლეობა. ამოვიდა უკვე ყელში...  იმდენი ხანია ჟურნალისტიკაში ვარ, ზოგი პოლიტიკაში არ ყოფილა ამდენი ხანი. ეს ჩანაწერი ჩვენზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია