რატომ არ იცვლება საწვავის ფასი ქართულ ბაზარზე?

რატომ არ იცვლება საწვავის ფასი ქართულ ბაზარზე?

ბოლო ერთი წლის განმავლობაში "შავი ოქროს" ფასი მთელ მსოფლიოში თანდათან დაეცა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნავთობი კიდევ უფრო გაიაფდება. ანალოგიური პროგნოზი აქვთ მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრებსა და უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, რომლებიც ერთხმად ადასტურებენ, რომ მსოფლიოში ნავთობის დაბალი ფასი კვლავაც შენარჩუნდება. მათი თქმით, ირანისთვის სანქციების მოხსნით, მსოფლიოში ნავთობის წარმოება, დღეში მილიონი ბარელით გაიზრდება, ხოლო მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2016 წლიდან, ირანის ნავთობის ბაზარზე დაბრუნება ფასების კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს.

რა მდგომარეობაა საქართველოს საცალო ქსელში? - ჩვენთან, ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი ასეთია: სუპერი 2,07-2,10 ლარი ღირს; პრემიუმი - 1,99-2,05 ლარი; რეგულარი - 1,83-1,98 ლარი; დიზელი L-62 - 1,77-1,80 ლარი; ევრო დიზელი - 1,92-1,99 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ფასი 25-30 თეთრით ნაკლებია.

შედარებისთვის: რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 2014 წლის 4-6 დეკემბრისთვის საქართველოში 1.93 თეთრი იყო, ხოლო თვის ბოლოს მისმა ფასმა 10 თეთრით დაიკლო და 1.83 შეადგინა. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა სხვა ტიპის საწვავზეც. როგორც ვხედავთ, საწვავის ფასი საქართველოში თითქმის არ შეცვლილა, რაც კარგა ხანია დიდ კამათს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

ანალიტიკოსი ბექა კემულარია მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ფასებზე არანაკლებ გავლენას ახდენს წმინდა პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ, ძნელია წინასწარ რაიმეს თქმა.

ბექა კემულარია: თუ ირანის ემბარგო მოიხსნება, ნავთობის მიწოდება გადააჭარბებს მასზე მოთხოვნას და ეს უმნიშვნელოვანესი პროდუქტი კიდევ უფრო გაიაფდება. ეს კი, ნავთობმომპოვებელ ქვეყნებზე უარყოფითად აისახება, რადგან მათი ექსპორტის დიდი წილი ნავთობზე მოდის. რაც შეეხება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მომპოვებლები არ არიან, ნავთობის ფასის შემცირება მათთვის კარგია, რადგან ამ დროს ქვეყნიდან ნაკლები უცხოური ვალუტა გაედინება.

იმას, რომ ნავთობის გაძვირება ქართულ ბაზარზე არ აისახება, ბექა კემულარია კომპანიებს შორის არსებული კარტელური შეთანხმებით ხსნის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია