აჭარაში "იდუმალი სტუმრის" მეთოდით მომსახურების კვლევა განხორციელდა

აჭარაში "იდუმალი სტუმრის" მეთოდით მომსახურების კვლევა განხორციელდა

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის რეგიონის ტურისტულ ობიექტებში "იდუმალის სტუმრის" მეთოდის გამოყენებით, მომსახურების კვლევა განახორციელა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, კვლევა ტურისტული სერვისის დარგში ხარისხის დონის დადგენას ითვალისწინებდა, კერძოდ, ტურისტულ სააგენტროებში, განთავსებისა და კვების ობიექტებში.

კვლევა სულ 150 ობიექტზე ჩატარდა, მათ შორის, 15 ტურისტულ სააგენტო; 60 კვებისა და 75 განთავსების ობიექტი. კვლევის შედეგად სერვისის სფეროში მომსახურების ხარისხის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები გამოიკვეთა.

"იდუმალი სტუმრის" მეთოდით ჩატარებული კვლევით შესაძლო გახდა დარგში არსებული პრობლემატიკის დადგენა, სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და ტურისტული სერვისის სფეროს წარმომადგენლებისათვის განკუთვნილი საკონსულტაციო ცენტრისთვის საკითხების განსაზღვრა", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია