უბნები თბილისში, სადაც დღეს წყალი და დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს წყალი და დენი გაითიშება

თბილისის ნაწილს დღეს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

"თელასის" ინფორმაციით, ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძისა და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის და ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, თამარაშვილის, კარტოზიას, ანტონოვსკაის, მარიჯანის, დელისის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტურგენევის, ჩიქობავას და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, სერგო წულაძის და თეთრიწყაროს ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის, ტაბახმელას და წავკისის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტრაქტორის, ჭიჭინაძის, ბენდელიანის, ნინუას, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ცოტნე დადიანის და ცისარტყელას ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გარდა ამისა, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, ამ მიზნით, ნოემბრის ბოლომდე, კომპანია რიგი ტექნიკური ღონისძიებების გატარებას გეგმავს. კერძოდ, 3 და 4 ნოემბერს, კომპანია დიღმის ველზე გამავალ 1200 მმ-იან მაგისტრალზე გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს და მაგისტრალის განახლებულ მონაკვეთს, ექსპლუატაციაში გასაშვებად, თბილისის წყალსადენის სისტემასთან მიაერთებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 3 ნოემბრის, 10:00 საათიდან 4 ნოემბრის 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, მცხეთის ნაწილს, სოფ. წიწამურს, ზაჰესის დასახლების ნაწილს, დიღომი 7-ს დასოფელ დიღომს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს გრაფიკით მიიღებს:

ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მ/რაიონები, ასათიანის, ზაქარიაძის, ქავთარაძისა და მათი მიმდებარე ქუჩები, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და ჭავჭავაძის გამზირების ნაწილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 4 ნოემბრის 11:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

წყნეთის გზატკეცილს, ბაგებს, სოფლებს - წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, შინდისი.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში კი წყალს გრაფიკით მიიღებს:

ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ზოგიერთი ქუჩა.

გრაფიკის თაობაზე ინფორმაციას GWP მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების მეშვეობით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება, შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზის - 2 93 11 11, ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და ვებ-გვერდის - http://www.gwp.ge/ka/ მეშვეობით.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია