სიმართლე კაცობრიობის ამოუცნობი მოვლენების შესახებ

სიმართლე კაცობრიობის ამოუცნობი მოვლენების შესახებ

წარმოგიდგენთ ყველაზე გახმაურებულ მისტიკურ მოვლენებს და გთავაზობთ მეცნიერული კუთხით მათ ახსნას.

ბერმუდის სამკუთხედი

ოკეანის მონაკვეთი, რომელიც  ფლორიდას, პუერტო რიკოსა და ბერმუდის კუნძულების შორის მდებარეობს მრავალი გაუჩინარების მიზეზი გამხდარა. მის ირგვლივ მრავალი მისტიკური ლეგენდა არსებობს. სინამდილეში, ჯერ კიდევ 1975 წელს იგი პილოტმა და მეცნიერმა ლოურენს კუშემ გამოიკვლია და დაადგინა, რომ ყველა გემი ცუდ ამინდში იძირებოდა, თვითმფრინავები ქარიშხლის დროს ვარდებოდნენ, ხოლო ამერიკის საზღვაო დაცვა ყოველი კატასტროფის შემდეგ პოულობდა ნამსხვრევებს.

მაიას ცივილიზაცია

მაიას მაღალგანვითარებული ცივილიზაცია ამოუხსნელი მიზეზებით გაქრა დედამიწიდან. სინამდვილეში, ამოცანა 2005 წელს ამოხსნეს. არქეოლოგმა მაჯარედ დაიმონდმა გამოაქვეყნა კლევა, რომლის თანახმადაც მაიას ცივილიზაცია მხოლოდ საკუთარი სიხარბის გამო გადაშენდა. მათ იმდენი ტყე გაჩეხეს, რომ მიწა მზის რადიაციას ვეღარ ეწინააღმდეგებოდა. ამის გამო დაიწყო გვალვა, ეროზია. საკვების დეფიციტმა აიძულა ხალხი, ქალაქს გაცლოდა, რის გამოც ცივილიზაცია განადგურდა.

მოძრავი ქვები

1940 წელს ხალხი ცდილობდა გაერკვია, როგორ გადაადგილდებოდა თავისით ქვები "სიკვდილის ხეობაში". მხოლოდ 2011 წელს გახდა ცნობილი, რომ ზამთარში მონაკვეთი, სადაც ქვები გადაადგილდებიან, ყინულს ინარჩუნებს. ღამით ისინი იყინებიან თვალისთვის შეუმჩნეველი თხელი ყინულით და ამის გამო სრიალებენ.

ეგვიპტის პირამიდები

2014 წელს ამსტერდამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ მიმდინარეობდა პირამიდების მშენებლობა. მრავალი დეტალის გაანალიზების შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ მშენებლები წყალს და თიხას საცხის სახით იყენებდნენ, რისი დახმარებითაც ხის კონსტრუქციით გიგანტურ აგურებს ზიდავდნენ.

ჯო ბაიდენს ძაღლი მოუკვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა