"ვიღაც-ვიღაცეები ჩამოგვყავს, ცოტა ისეთი ხალხი, ადრე სპეცრაზმელები და რაღაცა" - uarevo.in.ua მიხეილ სააკაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

"ვიღაც-ვიღაცეები ჩამოგვყავს, ცოტა ისეთი ხალხი, ადრე სპეცრაზმელები და რაღაცა" - uarevo.in.ua მიხეილ სააკაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

უკრაინული ვებგვერდი uarevo.in.ua ამჯერად სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს.

ვებგვერდზე სამი აუდიო-ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც საუბარი პერმანენტული აქციების დაწყებაზე მას შემდეგ, რაც მოსამართლე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ერთ-ერთ მათგანში ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ კარგი განწყობაა, არასამთავრობოები გამოდიან, ნაწილი ხალხის სასამართლოსთან მიდიან, ხოლო 3 000 კაცამდე "რუსთავი 2"-თან მივა.

"კარვები და რაღაცეები გვაქვს, ყველაფერი და ხვალ უკვე დაიწყებენ დამონტაჟებას. მე რასაც მეუბნებიან, აქვთ მათ ეგეთი სცენარი, რომ ჩვენი ხალხი რომ იქნება იქ, თვითონაც მობილიზაცია გაუკეთონ 600 კაცს, იქ მოხდეს "ქლეში" და პოლიცია და ა.შ. ჩვენ ვიღაც-ვიღაცეები ჩამოგვყავს, ცოტა ისეთი ხალხი, ადრე სპეცრაზმელები და რაღაცა სამეგრელოდან. მე მგონია, რომ რაღაც ამყრალდა და ვნახოთ, რა იქნება", - აცხადებს წიკლაური.

მეორე ჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ, ასევე მიხეილ სააკაშვილსა და ნიგზარ წიკლაურს შორის გაიმართა, შემდეგ კი წიკლაურმა სავარაუდოდ ტელეფონი გივი თარგამაძეს გადააწოდა. ექს-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით და კიდევ უფრო დიდი მიტინგი და კონცერტი გაიმართოს.

"ჩვენ ასე ვფიქრობთ, თუ ეგრე თქვა ამან, რომ მერე როდესღაც გამოვაცხადებო, თუ აუცილებლობაა აქ დავტოვებთ 70-დან 100 კაცამდე, რომ კარვებში ვიღაცეები იყვნენ და მერე დავიწყებთ რაიონებში იმას და გამოცხადების წინა დღეს ხომ გაგვაგებინებენ, ჩუმად ვერ გამოაცხადებს. იმის მეორე დღიდან, როცა ეს იტყვის, რომ უნდა გამოვაცხადო განაჩენიო, იქიდან იწყება რეალურად პერმანენტული აქციები, იმიტომ რომ იმის მერე ვეღარ ვსაზღვრავთ ჩვენ აღსრულებას როდის იტყვის. შეიძლება აღსრულება არ თქვას და ჩუმად გადასცეს. ეს სავარაუდოდ ერთი კვირის განმავლობაში მოხდება და მაგ დროისთვის გვჭირდება დიდი მობილიზაცია", - ამბობს ნუგზარ წიკლაური, რის შემდეგაც საუბარი მიხეილ სააკაშვილსა და გივი თარგამაძეს შორის გრძელდება. ექს-პრეზიდენტი ინტერესდება, ვისი მობილიზება მოახდინა თარგამაძემ.

"მოკლედ არის რა, საკმარისი რაოდენობით მომყავს. ზოგი ისეთია, გაგდებულები, ზოგი ჩვენია, ზოგი ის არის, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, პირველ ნაწილს გავუძლოთ, მაგრამ პირველსაც გავუძლებთ, მეორესაც და მე მგონი მესამესაც", - აცხადებს გივი თარგამაძე.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."