რისთვის გადასხა სააკაშვილმა თბილისში 50 სპეცრაზმელი? - უკრაინულ საიტზე მორიგი ფარული აუდიოჩანაწერები ვრცელდება

რისთვის გადასხა სააკაშვილმა თბილისში 50 სპეცრაზმელი? - უკრაინულ საიტზე მორიგი ფარული აუდიოჩანაწერები ვრცელდება

უკრაინულ საიტზე uarevo.in.ua მორიგი ფარული აუდიო ჩანაწერები ვრცელდება, სადაც, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, გივი თარგამაძესა და ნუგზარ წიკლაურს ესაუბრება.

საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ სამეგრელოდან თბილისის მიმართულებით 50 სპეცრაზმელის გადასხმა განხორციელდა. ოპერაცია სააკაშვილის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა და მის წარმატებაზე პასუხისმგებელი იყო გივი თარგამაძე, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. საიტისვე ინფორმაციით, თარგამაძემ სააკაშვილის რეჟიმის საუკეთესო მებრძოლები თბილისში წარმატებით გადასხა, რის შემდეგაც საქართველოს მთელი ტერიტორიის მასშტაბით "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტთა მობილიზაცია განხორციელდა. როგორც საიტი მკითხველს შეახსენებს, როდესაც გვარამიამ არ იცოდა, როგორ დაკავშირებოდა ყოფილ სპეცრაზმელებს, მებრძოლებს, სააკაშვილი მას დაპირდა, რომ მოცემულ საკითხს გივი თარგამაძე მოაგვარებდა. როგორც ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, გივიმ წარმატებით გაართვა თავი ამოცანას.

საიტზე ასევე ქვეყნდება, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის ფარული აუდიო ჩანაწრები, სადაც დეპუტატი პერმანენტული საპტროტესტო აქციების დაწყების შესახებ საუბრობს.

იხილეთ: "ვიღაც-ვიღაცეები ჩამოგვყავს, ცოტა ისეთი ხალხი, ადრე სპეცრაზმელები და რაღაცა" - uarevo.in.ua მიხეილ სააკაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ