"ყველამ გადაგაგდოთ, სხვა ყველამ 25 წლის განმავლობაში დაპირებების მეტი არაფერი მოგცათ" - ირაკლი ალასანია

"ყველამ გადაგაგდოთ, სხვა ყველამ 25 წლის განმავლობაში დაპირებების მეტი არაფერი მოგცათ" - ირაკლი ალასანია

ისეთი პოლიტიკური ძალა მართავს ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საკუთარი ხალხის მიმართ ვალდებულების განცდა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ისნის რაიონული ორგანიზაციის სადამფუძნებლო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე აზრით, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი ალტერანტიული პარტია სწორედ "თავისუფალი დემოკრატებია", რომლის ამოცანაა, ხალხს პოლიტიკური ძალებისადმი ნდობა დაუბრუნოს.

"ისეთი პოლიტიკური ძალა მართავს ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საკუთარი ხალხის მიმართ ვალდებულების განცდა. ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ ხალხს აღვუდგინოთ პოლიტიკური ძალებისადმი ნდობა. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. ამას სხვა ვერავინ მიხედავს, რადგან "თავისუფალი დემოკრატები" არის ახალი, ალტერნატიული ძალა. სხვა ყველამ გადაგაგდოთ, სხვა ყველამ 25 წლის განმავლობაში დაპირებების მეტი არაფერი მოგცათ", - მიმართა ირაკლი ალასანიამ ყრილობის მონაწილეებს.

ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციაზეც ისაუბრა და "სამწუხარო" უწოდა იმას, რომ "ეკონომიკურმა გუნდმა საქმისადმი აბსოლუტურად არაპროფესიონალური მიდგომით ვერ გაართვა თავი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს".

"თუ ეკონომიკური წინსვლა არ გვექნება, არც ჯანდაცვის, არც განათლების და არც ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის გვექნება ფინანსური სახსრები. 2012 წლის შემდეგ ველოდებოდით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნებოდა 5-6 %. უშუალოდ "თავისუფალმა დემოკრატებმა" ჩვენი საკეთებელი თავდაცვის სამინისტროშიც, საგარეო უწყებაშიც, პარლამენტშიც გავაკეთეთ და რეალური შედეგიც დადგა. თავდაცვის სამინისტროში მოვახერხეთ ის, რაც ახლა სასურველია, გაკეთდეს ყველა სამინისტროსა და ზოგადად აღმასრულებელ სტრუქტურაში – ჩვენ მოვახდინეთ სამხედრო პოლიციის დეპოლიტიზება, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების მანქანა იყო. ასევე, გავზარდეთ სამხედრო მოსამსახურეების ხელლფასები, მინისტრის და რიგითი ჯარისკაცის სამედიცინო უზრუნველყოფა კი ერთნაირი გახდა, ანუ ჩვენ რეალურად გადავდგით ის ნაბიჯები, რისთვისაც საზოგადოებამ ნდობა გამოგვიცხადა. საქმეში დავადასტურეთ ის, რასაც არჩევნებამდე ვიძახდით. ძალიან სამწუხაროა და ამაზე ჩვენც მოგვიწევს გარკვეული პასუხისმგებლობის აღება, რომ ეკონომიკურმა გუნდმა საქმისადმი აბსოლუტურად არაპროფესიონალური მიდგომით ვერ გაართვა თავი ჩვენს წინაშე მდგრად ეკონომიკურ გამოწვევებს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს ისნის ორგანიზაცია დააფუძნეს. დამფუძნებელ ყრილობაზე გამგეობის შემადგენლობა და თავმჯდომარე აირჩიეს.

"ჩვენ არ ვიქნებით იქ, სადაც არის ტყუილი, ყალბი დაპირება და სადაც ქვეყანას მართავენ ავტორიტარიზმით და ძალადობით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიას განმარტებით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას დაუპირისპირდა.

"პარტიული სტრუქტურები, პარტიული მანქანა გვჭირდება, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანის მიღწევა, რომელიც მომავალი წლის არჩევნებში გამარჯვებით სახით გვიდგას გვჭირდება იმიტომ, რომ მის გარეშე ჩვენი მთავარი ამოცანის შესრულებას, რომელიც მომავალი წლის არჩევნებში გამარჯვების სახით გვიდგას, ვერ მოვახერხებთ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ადგილობრივი სტრუქტურების ხელმძღვანელობის არჩევით ძალიან დემოკრატიულ ფორმას მივმართეთ და შიგნიდან ყრილობის მეშვეობით ავირჩიეთ გამგეობა და მისი ხელმძღვანელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს პარტიას მართლაც შინაგანად დემოკრატიული კულტურა აქვს და ამ კულტურის დამკვიდრებას შევუწყობთ ხელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ 2016 წლის არჩევნების შემდეგ. ჩვენ არ ვიქნებით იქ, სადაც არის ტყუილი, სადაც არის ყალბი დაპირება და სადაც ქვეყას მართავენ ავტორიტარიზმით და ძალადობით. სწორედ ეს იყო მიზეზი იმის, რის გამოც დავუპირისპირდით "ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივ ხელისუფლებას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ყრილობის მონაწილეებს მათი პარტიის პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური წინსვლის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს შეეხება.

"25 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობა, სიკეთე, ფულის კეთება არის რეალურად ერთი წრის საქმე – ერთი და იგივე სახეები ბიზნესში კი ერთი და იგივე სტრუქტურები და ორგანიზაციები ტრიალებენ. ჩვენი ამოცანაა გავაფართოვოთ წრე იმ ადამიანებისა, რომელიც უკეთესად იცხოვრებს. მთელი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერასთან ერთად დავეხმაროთ საშუალო და მცირე ბიზნესს და მათ მივცეთ განვითარების მეტი შესაძლებლობა. "თავისუფალი დემოკრატების" მთავარი პლატფორმა ეფუძნება სწორედ ეკონომიკურ წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას. ამისთვის ჩვენ ძალიან კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც ქვეყანაში შემოვა ბევრად მეტი ინვესტიცია და რაც მთავარია საშუალო და მცირე ბიზნესს შეიძლება არჩინონ არა მარტო საკუთარი, არამედ სხვების ოჯახები", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."