ქართული წარმოების ჩანთები, რომელსაც გარანტიით ყიდიან

 ქართული წარმოების ჩანთები, რომელსაც გარანტიით ყიდიან

პროექტის - #იყიდექართული ფარგლებში, "მედია პალიტრა" ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად, "პალიტრა TV"-სა და AMBEBI.GE-ს გადამღები ჯგუფი ჩანთების საწარმოსა და მაღაზიას ეწვია. "გეფერინი" ( GEPHERRINI ) - ასე ჰქვია ჩანთებისა და აქსესუარების ქართულ ბრენდს.

"გეფერინი" ერთი წლის წინ დაარსდა. ბრენდის სახელწოდება დამფუძნებლის გვარიდან - გეფერიძიდან მომდინარეობს. ლოგოზე სახელთან ერთად დატანილია გვირგვინი და წარწერა "2009" . აღნიშნული წარწერა დამფუძნებლისა და მისი მეუღლის ქორწინების თარიღს უკავშირდება.

საწარმო სოფელ დიღომშია განთავსებული. ფაბრიკაში სამი დიზაინერი და 12 მკერავია დასაქმებული. საწარმო 22 დანადგარით არის აღჭურვილი. ჩანთებისა და აქსესუარების შესაკერად ტყავი ან ტყავის შემცვლელი გამოიყენება. მასალა ძირითადად თურქული, ნაწილობრივ ქართულია. "გეფერინი" ხელნაკეთ ჩანთებსაც აწარმოებს.

პროდუქციის ღირებულება 19-დან 250 ლარამდე მერყეობს. საწარმო თვეში საშუალოდ 300-500 ჩანთას კერავს. თითოეული მოდელი სამ ფერში, ლიმიტირებული რაოდენობით, 7 ერთეული იკერება.

"გეფერინის" პროდუქცია რუსეთში ექსპორტზე გადის, ორ კვირაში მოსკოვში შოუ რუმი გაიხსენება. ბრენდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში გამართულ ფეშენ ვიქზე, სადაც გერმანელი და უკრაინელი ბაიერები დააინტერესა.

ილია გეფერიძე, "გეფერინის" დამფუძნებელი:

"ჩვენი მიზანი იყო საქართველოში შეგვექმნა ისეთი პროდუქტი,რომელიც აქამდე არ იწარმოებოდა. როდესაც მოვიძიეთ, ჩანთები იყო ასეთი მიმართულება. ამ სფეროში ძალიან მცირე გამოცდილება გვქონდა, შესაბამისად თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ დიდი შრომის საფუძველზე, შევქმენით ისეთი ჯგუფი, რომელსაც ნებისმიერი სირთულის ჩანთის შეკერვა შეუძლია. ერთი წლის წინ, როდესაც მუშაობა დავიწყეთ, დასაქმებული გვყავდა სამი ადამიანი. ნელ-ნელა გავიზარდეთ და გავფართოვდით, საწარმოსა და მაღაზიებში დღეს უკვე 24 ადამიანი გვყავს დასაქმებული. ასევე გავაფართოვეთ პროდუქციის ასორტიმენტი. ვაწარმოებთ ქალის, მამაკაცის, საბავშვო ჩანთებს. დავიწყეთ სამაჯურებისა და ბეჭდების წარმოება".

"გეფერინი" მომხმარებლებს საგარანტიო მომსახურებასაც სთავაზობს. კერძოდ ექვს თვიანი, ან ერთ წლიანი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, კლიენტს შესაძლებლობა აქვს შეძენილი ნივთი შეაკეთოს, გადაცვლოს ან თანხა დაიბრუნოს. უახლოეს მომავალში, ბრენდი ფასდაკლების ბარათების შემოღებასაც გეგმავს. "გეფერინს" ადგილზე მიტანის სერვისიც აქვს. მომსახურება თბილისის მასშტაბით უფასოა, რეგიონებში კი პროდუქციის ადგილზე მიტანა 10 ლარი ღირს.

"გეფერინის" მაღაზიები მდებარეობს თბილისში "გლდანი მოლში", ასევე მისამართებზე პეკინის 22, კავსაძის 10. ბათუმში ლერმონტოვის 90.

პროექტის "იყიდე ქართული-გააძლიერე ქვეყანა" ფარგლებში, "გეფერინის" მაღაზიაში იმყოფებოდა "მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია:

"გრძელდება ჩვენი პროექტი "იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა". კიდევ ერთი ქართული აღმოვაჩინეთ. მართლაც განსაკუთრებულია, ეს არის ქართველების წარმოება, ეს არის ქართველების შრომა. ამ შრომაში ჩადებული თანხა ისევ საქართველოს უბრუნდება. იყიდეთ ქართული, ასე გაძლიერდება ქვეყანა".

ნატალია დადიანი, AMBEBI.GE

იხილეთ სიუჟეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია