მოსწონთ თუ არა საქართველოში სწრაფი კვების ობიექტები

მოსწონთ თუ არა საქართველოში სწრაფი კვების ობიექტები

ცხოვრების სწრაფმა რეჟიმმა ადამიანის კვების რაციონიც შეცვალა. ადრე არსებობდა ტრადიცია, რომ მთელ ოჯახს ერთად უნდა ესაუზმა, ესადილა და ევახშმა. დღეს დანაყრების საკმაოდ გავრცელებული საშუალებები "სნექი" და სწრაფი კვების ობიექტში წახემსებაა.

მაკდონალდსი - 61,3%

ვენდისი - 19,9%

ქეი-ეფ-სი - 6%

საბვეი - 12,8%

ჟურნალმა "რეიტინგმა" საქართველოში სწრაფი კვების ყველაზე პოპულარული ობიექტების მიმოხილვა მოამზადა. სტატიის გამოქვეყნებას წინ უძღვოდა გამოკითხვა, რომელიც ვებგვერდ Reitingi.ge-ზე მიმდინარეობდა. გამოკითხვაში მკითხველმა ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ობიექტებიდან მათთვის ყველაზე სასურველს მისცა ხმა.

ექიმები სწრაფი კვების ობიექტების მენიუს ორგანიზმისთვის მავნებლად მიიჩნევენ, რადგან იგი ზედმეტად კალორიულია და არ შეიცავს არც ცილებს, არც  ვიტამინებს. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდების უმეტესობა სწორედ მას ირჩევს.

სწრაფი კვების ობიექტებთან დაკავშირებით Reitingi.ge-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მომხმარებელმა პირველი ადგილი "მაკდონალდსს" მიანიჭა. კითხვაზე, სწრაფი კვების რომელ ობიექტს ანიჭებთ უპირატესობას? - გამოკითხვის შედეგები ასეთია:

როგორც ჩვენმა გამოკითხვამ აჩვენა, "მაკდონალდსის" შემდეგ ხალხი ნდობას "ვენდისს" უცხადებს.

"ვენდისის" დამაარსებელი დეივ ტომასია. იგი ოცნებობდა, ამერიკაში საუკეთესო რესტორანი შეექმნა.

დეივისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხი იყო. ტომასმა შექმნა სლოგანი: "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". "მაკდონალდსის" მსგავსად, "ვენდისის" პირველი რესტორანიც რუსთაველის გამზირზე გაიხსნა.

ნინი (18 წლის, აბიტურიენტი): აბიტურიენტობა რთულია, ერთი მასწავლებლიდან მეორესთან გარბიხარ, გამოცდებისთვის ემზადები, სკოლაშიც მეთორ¬მეტე კლასის პროგრამის სწავლას გაიძულებენ. მეგობრებთან შეხვედრისა და კარგად კვებისთვის ცოტა დრო მრჩება. რეპეტიტორიდან გამოსული "ვენდისში" შევდივარ, არაჩვეულებრივი გარემოა, სწრაფად მემსახურებიან. შაბათ-კვირას მთელი სამეგობრო "ვენდისში" ვიკრიბებით.

ნიკოლოზი (27 წლის, ადვოკატი): ყველას კარგად გვესმის, რომ სწრაფი კვების ობიექტები ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, მაგრამ გემრიელია და დიდ დროსაც არ გვართმევს, თუმცა ქალებს მაინც ვურჩევდი, კალორიულ საჭმელს მოერიდონ.

პირველი "მაკდონალდსი" თბილისში 1999 წელს რუსთაველის გამზირზე გაიხსნა და იმავე დღეს 7000-ზე მეტი კლიენტი მიიზიდა. "მაკდონალდსის" ისტორია გასული საუკუნის 40-იან წლებში ამერიკაში დაიწყო. დიკ და მაკ მაკდონალდსებმა გადაწყვიტეს თავიანთი შემოსავლიანი რესტორანი დაეხვეწათ, ბიზნესი გაეფართოებინათ და კმაყოფილი მომხმარებლის ხარჯზე მოგებაც გაეზარდათ.

გიორგი (21 წლის, სტუდენტი): თითქმის მთელ დღეს უნივერსიტეტში ვატარებ. გარეუბანში ვცხოვრობ და სახლში წასვლას ვერ ვახერხებ, კაფეტერიის საჭმელი არ მომწონს. როცა მშია, ყოველთვის "მაკდონალდსში" მივდივარ, ყველაზე მეტად ჰამბურგერი მიყვარს.

მარინა (34 წლის, დიასახლისი): ოთხი შვილი მყავს. მათ სულ ვურჩევ, რომ სახლში ჭამონ. ერთი პერიოდი ლანჩს კონტეინერში ვუდებდი და სკოლაში ვატანდი. სწრაფი კვების ობიექტებში სადილი გვასუქებს, შეიძლება მოვიწამლოთ კიდეც, რადგან არ ვიცით საკვების მომზადებისას რამდენად დაცულია სანიტარიული ნორმები. თუ მთელი ოჯახი კინოში, თეატრში ან გასართობ ცენტრში მივდივართ, სეირნობა მაინც "მაკდონალდსით" მთავრდება. ბავშვებს მოსწონთ სათამაშოები, კარტოფილი ფრი და ნაყინი.

დათო (42 წლის, ტაქსისტი): დიდად არ ვდარდობა იმაზე, ჯანსაღად ვიკვებები თუ არა. მთავარია, მცირე დროში მოვახერხო დანაყრება. "მაკდონალდსთან" მანქანას მივაყენებ ხოლმე, გადმოსვლაც არ მჭირდება ისე ვუკვეთ. მომწონს მათი აქციები და ფასდაკლებები.

"ქეი-ეფ-სი" პოლკოვნიკმა სანდრეს ჰარლანდმა დააარსა. ის "დიდი დეპრესიის" დროს გზისპირა, პატარა რესტორანში შემწვარ ქათამს ყიდდა. სანდრესმა ჩვეულებრივი ჰამბურგერი დუელში გამოიწვია და კლიენტებს ქათმისხორციანი ბურგერი შესთავაზა. გასული წლის დეკემბერში "ქეი-ეფ-სის" პირველი რესტორანი თბილისში, პეკინის გამზირზე გაიხსნა.

ლიკა (33 წლის, ბანკის თანამშრომელი): სწრაფი კვების ობიექტებში სადილობა, ხანდახან ვახშმობაც მიყვარს. ზოგადად ქათმის ხორცსა და ცხარე კერძებს ვუკვეთ. "ქეი-ეფ-სი" საშუალებას მაძლევს ყოველ ჯერზე სხვადასხვა კომბინაცია დავაგემოვნო. დესერტად ჩიზქეიქსა და კაპუჩინოს გეახლებით.

მარიკა (20 წლის, კონსულტანტი): კვების ობიექტებისა და კერძების ამოჩემება მიყვარს. დაახლოებით ორი კვირაა ქათმის ბაისტის, სალათა ცეზარს, წვენს და აისდრიმს გეახლებით.

"საბვეის" არსებობას ფრედ დელუკას უნდა ვუმადლოდეთ. ფრედი ექიმობაზე ოცნებობდა, მაგრამ სწავლის ფული არ ჰქონდა. მეგობარმა ურჩია, სენდვიჩების მაღაზია გაეხსნა და ფული დაეგროვებინა. დელუკამ რჩევა გაითვალისწინა. "საბვეის" პირველი ობიექტი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 2013 წელს გაიხსნა.

ავთო (30 წლის, ბუღალტერი): ზოგადად სწრაფი კვების ობიექტებში არ შევდივარ, მაგრამ "საბვეი" გამონაკლისია. რთულია გაუძლო უგემრიელესი სენდვიჩების ცდუნებას. "საბვეის" პურს განსაკუთრებული, გემრიელი სურნელი აქვს. შემიძლია თავად ავარჩიო, ლორით მსურს, ყველით თუ ბოსტნეულით. რესტორანი კლიენტებს არჩევანის საშუალებას აძლევს.

ჟურნალი "რეიტინგი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია