დღეს გავრცელებულ ახალ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დეპუტატი ნუგზარ წიკლაური კომენტარს "რუსთავი 2"-თან აკეთებს.
"ჩვენ გვქონდა გარკვეული ინფორმაცია, რომ ტიტუშკების გარკვეული რაზმები აპირებდნენ თავდასხმას რუსთავი 2-ის შენობაზე", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მისი თქმით, ამის წინაპირობა იყო პრემიერის მოწოდების შემდეგ ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევა. ნუგზარ წიკლაურის თქმით, იყო ადამიანთა რაოდენობა საჭირო, ვინც დაიცავდა ტელევიზიას.
ე.წ. მოდულის შენობაში, დაკითხვების პარალელურად, ცოტა ხნის წინ საიტზე, სახელწოდებით "უკრაინული რევოლუცია", გამოჩნდა ახალი აუდიო ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ არის სატელეფონო საუბარი მიხელ სააკაშვილს, გივი თარგამაძეს და ნუგზარ წიკლაურს შორის.
ამ სავარაუდო ჩანაწერების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და საქართველოს ექსპრეზიდენტი საუბრობენ პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყებაზე მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჩანაწერებთან დაკავშირებით, პოლიტიკოსებმა შეფასებები უკვე გააკეთეს.
მათ შორის კომენტარი გააკეთა კობა ხაბაზმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩანაწერებში მისი სახელი ფიგურირებს.
"კობა, ალბათ, მე ვარ და ჩემზეა საუბარი. ქართული და რუსული სპეცსამსახურები მუშაობენ ძალიან დიდ ჰარმონიაში", - აცხადებს კობა ხაბაზი.