ნიკა გვარამია - სამართლიანი მართლმსაჯულება ერთი ზონდერმოსამართლის ხელით დასრულდა

ნიკა გვარამია - სამართლიანი მართლმსაჯულება ერთი ზონდერმოსამართლის ხელით დასრულდა

ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართავთ ყველა გზას და მივმართავ სააპელაციო სასამართლოს, იმედი მაქვს, არ მოხდება იგივეს განმეორება სააპელაციო სასამართლოში, რამდენადაც ეს კიდევ უფრო დაძაბავს საზოგადოებაში არსებულ უმძიმეს ვითარებას და საბოლოოდ დაასამარებს სასამართლო სისტემას, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

"კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არ ცვლის არაფერს საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთი, უკვე ძალიან მყარი და არა სპეკულატიური, არამედ ფაქტობრივი მტკიცებულება გვაქვს იმის, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში დასრულებულია, სამართლიანი მართლმსაჯულება სასამართლოში ერთი ზონდერმოსამართლის ხელით დასრულდა და "რუსთავი 2" დატოვებულ იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის გარეშე. ჩვენ ამ უფლების რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ. იყვნენ თუ არა ჩვენი ადვოკატები პროცესზე ტყუილად წარმოდგენილი, ლეგიტიმური კითხვაა. მე მაინც ვფიქრობ, რომ - არა. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ დეტალურად აღინუსხოს, რა ხდებოდა "რუსთავი 2"-ის პროცესზე. სულ რომ მართალი იყოს ქიბარ ხალვაში, მისი პოზიცია იმდენად სუსტად იყო დაცული როგორც სასარჩელო მოთხოვნით, ასევე, პროცესზე წარმოდგენილი ადვოკატების მიერ, რომ შეჯიბრებითობის პრინციპით ისინი მაინც ვერ გაიმარჯვებდნენ. შესაბამისად, რას დაასაბუთებს მოსამართლე ურთმელიძე, ძალიან საინტერესოა, ახლა უკვე ჩვენი დროა და ჩვენ ველოდებით ამას", - განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ნულოვანი სამართლებრივი შინაარსი აქვს, გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც იმის დასტური, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დაასრულა საქართველოში სამართლიან სასამართლოზე საუბარი.

მისი თქმით, დღეს სამოქალაქო პალატაც არის სრულიად გარყვნილი, კორუმპირებული და დეგრადირებული, რისი გაკეთებაც ერთმა მოსამართლემ შეძლო და რასაც მის კოლეგებს უსამძიმრებს. "დღეს სასამართლოს არავითარი რეპუტაცია აღარ დარჩა", - დასძინა გვარამიამ. მისი თქმით, სასამართლო სისტემას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი თავი გადაირჩინოს და ეს სააპელაციო სასამართლოს ხელით გააკეთოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."