წლის ბოლომდე ლარის კურსი 2,4-ის ფარგლებში იტრიალებს

წლის ბოლომდე ლარის კურსი 2,4-ის ფარგლებში იტრიალებს

ქვეყნის მთავარი ბანკირი ეროვნული ვალუტის "მეტ მერყეობას" აღარ ელის და აცხადებს, რომ თუ ეკონომიკა გაიზარდა, კურსიც უფრო მეტად გამყარდება. წლის ბოლომდე ლარის დევალვაციას არც სპეციალისტები ელიან. მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ სებ-ი სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და პოლიტიკას იმ მიმართულებით წაიყვანს, გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოსთვის კურსი 2,35-ის ნიშნულსაც კი ჩამოსცდეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ასე თუ ისე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლომდე ლარი 2,4-ის ფარგლებში იტრიალებს.

ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 2,38-2,4-ის დიაპაზონშია. სებ-ის მიერ დადგენილი კურსით, დღესაც ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2,3993 ლარი იქნება და როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ირწმუნება, "სხვა თანაბარ პირობებში ლარის მეტ მერყეობასაც აღარ უნდა ველოდოთ". "ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო კიდევ ერთხელ იგივე, რომ ჩვენ ლარის მერყეობას აღარ ველოდებით. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი რყევა ნორმალურია. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ისევე როგორც წლის ბოლომდე ხარჯვის პროგნოზი, გამოირჩევა თანაბარი ტენდენციით. შესაბამისად, ლარის კურსზე ბიუჯეტის მხრიდან ზეწოლა არ შეინიშნება. ამიტომ ეროვნული ვალუტა საბიუჯეტო წნეხისგან თავისუფალია. საბანკო სფეროს სპეციალისტის გოჩა თუთბერიძის პროგნოზით, გამორიცხული არ არის, რომ იმ მაკროეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რაც ამჟამად ქვეყანაშია, ლარი უფრო მეტად გამყარდეს. "ჩემი პროგნოზით, ლარის კურსი წლის ბოლომდე 2,38-2,39-ის ფარგლებში იმერყევებს, რადგან ამას ამბობს მონეტარული ორგანო, ანუ ეროვნული ბანკი და ამ მიზნის მისაღწევად მის ხელში უამრავი ბერკეტია. რაც შეეხება ფისკალურ ორგანოს, ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ბიუჯეტი თანაბარზომიერად იხარჯება და წლის ბოლოს არ მოხდება მიმოქცევაში დიდი ფულის გაშვება. ასე რომ, კურსი ასე სტაბილური უნდა დარჩეს, შეიძლება ცოტათი გამყარდეს კიდეც, რადგან ამის ყველა საშუალება არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. თუ არაფერი მოხდა, წლის ბოლომდე ლარს პრობლემა არ შეექმნება", - განუცხადა "რეზონანსს" თუთბერიძემ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია