ვრცელდება მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი: "მობილიზებულია 400 ადამიანი" - რა გეგმებს აწყობენ დათა ახალაია და რომეო საჯაია

ვრცელდება მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი: "მობილიზებულია 400 ადამიანი" - რა გეგმებს აწყობენ დათა ახალაია და რომეო საჯაია

უკრაინული საიტი uarevo.in.ua სავარაუდოდ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან დათა ახალაიასა და ადვოკატ რომეო საჯაიას შორის სატელეფონო საუბარს აქვეყნებს. [იხილეთ ვიდეო]

"200 კაცი იყო მოსული, მოვარდნილი ჩვენთან. ესენი წავიდნენ "რუსთავის" შენობისკენ, სადაც ასეთი ინფორმაციაა, რომ გადააცმევენ სპეცნაზელებს ან კუნთიანებს სამოქალაქო ფორმას, ვითომ ხალხი მიცვივდა, რომ პოლიცია არ შეუშვან. დღეს დავრეკე და აკომ მითხრა, წამოვიდნენო", - აღნიშნავს საჯაია.

ამ ჩანაწერის მიხედვით, ახალაია და საჯაია ხალხის მობილიზების შესახებ საუბრობენ. როგორც საჯაია ახალაიას ეუბნება, სამეგრელოში, ხობის გარდა, მობილიზებულია 400 ადამიანი, მათ შორის მისი ოფისიდან. ასევე საუბარია ვინმე ჭაკუას მიერ მობილიზებულ ხალხზე. ასევე, საჯაია აღნიშნავს, რომ "იკას აქვს სია" და "ნუგოს ხალხი დაემატება", მათ შორის არიან დანრჩენები. მანამდე კი, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საუბრობენ. საჯაია ამბობს, რომ ნაწილი ხალხის "ამაღამვე, 50 ადამიანი მოდის".

საუბრის ჩანაწერის ნაწილი მეგრულ ენაზეა.

[იხილეთ ვიდეო]

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები