"თელასი" განცხადებას ავრცელებს

"თელასი" განცხადებას ავრცელებს

სააქციო საზოგადოება "თელასი" განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ბოლო დღეების განმავლობაში ჯიქიას ქუჩაზე სხვადასხვა მიზეზების გამო, რამდენჯერმე დაზიანდა მაღალი ძაბვის კაბელი და სატრანსფორმატორო ჯიხურები, რომლებიც არ ირიცხებიან სს "თელასის" ბალანსზე.

მათივე განმარტებით, ამის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება ეზღუდება დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს - 650 აბონენტს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

"მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებული კაბელი და სატრანსფორმატორო ჯიხურები არ ეკუთვნის "თელასს" და არის კერძო საკუთრებაში, დახმარების მიზნით, კომპანიის ტექნიკური სამსახური აწარმოებს სამუშაოებს დაზიანებების დროულად ლიკვიდაციისთვის. ქსელის კვალიფიცირებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია კიდევ ერთხელ მიმართავს შესაბამის ორგანიზაციებს აღნიშნული აქტივების სს "თელასის" საკუთრებაში გადაცემის თხოვნით", - ნათქვამია "თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია