საქართველოს ილჰამ ალიევი ეწვევა

საქართველოს ილჰამ ალიევი ეწვევა

საქართველოს დღეს, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.

ასევე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება და სამაცივრე მეურნეობას მოინახულებს. ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს 6 ნოემბერს დაასრულებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."